სამგორში 20 ახალი ფიტნეს ზონა მოეწყო

სამგორში 20 ახალი ფიტნეს ზონა მოეწყო

40
გაზიარება

სამგორის რაიონში 20 ახალი ფიტნეს ზონა მოეწყო. თითოეულ ზონაში 10 ტრენაჟორია დამონტაჟებული.

პროექტის განხორციელებისთვის სამგორის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 360 ათასი ლარი გამოიყო. სამუშაოები გამგეობის კონტრაქტორმა კომპანია „ჯეო პარკმა“ შეასრულა.

სამგორის გამგეობა სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობას აქტიურად ახორციელებს. ამჟამად 9 სპორტული მოედნის მშენებლობა მიმდინარეობს; გასულ წელს კი, 20 სპორტული მოედანი და 39 ფიტნეს ზონა მოეწყო.

ამ ეტაპზე, ოთხ-ოთხი ფიტნეს ზონა მოეწყო სამგორის ხუთივე მუნიციპალურ ერთეულში – ვარკეთილში, მესამე მასივში, ლილოში, ორხევსა და ქვემო სამგორში. ფიტნეს ზონების მოწყობა მიმდინარე წლის განმავლობაშიც გაგრძელდება.

კომენტარი