“ადამიანის და მზის” მიმდებარედ 204 ძირი სხვადასხვა სახეობის, დიდი ზომის ხე დარგეს

“ადამიანის და მზის” მიმდებარედ 204 ძირი სხვადასხვა სახეობის, დიდი ზომის ხე დარგეს

109
გაზიარება

გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური სამგორის რაიონში, მონუმენტის “ადამიანი და მზე” მიმდებარედ არსებულ გამწვანებულ თარგებში გამწვანების სამუშაოებს განაგრძობს.

აღნიშნულ ტერიტორიაზე, ჯამში, 204 ძირი სხვადასხვა სახეობის დიდი ზომის ხე დაირგო. აქედან, 64 მინდვრის ნეკერჩხალი, 9 წითელფოთოლა ნეკერჩხალი, 39 ცაცხვი, 51 იფანი და 41 ჭადარია.

გამწვანების სამუშაოებს თბილისის მერიის შპს ,,ეკოსერვის ჯგუფი“ ასრულებს.

კომენტარი