ანდრონიკაშვილის მეორე შესახვევში გზის საფარი მოეწყო

ანდრონიკაშვილის მეორე შესახვევში გზის საფარი მოეწყო

57
გაზიარება

გლდანის რაიონის გამგეობა ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, სხვადასხვა ქუჩაზე გზის საფარის კაპიტალურ რეაბილიტაციას ახორციელებს. საგზაო სამუშაოები ამჯერად, ავჭალაში, ელეფთერ ანდრონიკაშვილის II შესახვევში ჩატარდა.

პროექტის შედეგად, დაახლოებით, 3 200 კვადრატულ მეტრ ფართობზე ასფალტის საფარი დაიგო, მოეწყო ბორდიური და ფეხით სავალი ბილიკები.

სამუშაოებს გლდანის რაიონის გამგებელი, ბექა მიქაუტაძე, საკრებულოსა და პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატებთან – შალვა ოგბაიძესთან და კობა კობალაძესთან ერთად გაეცნო.

„გლდანის რაიონში სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ სამუშაოს ვახორციელებთ, რომელთა შორის გზების მოწესრიგება მნიშვნელოვანი მიმართულებაა. დღეს ანდრონიკაშვილის II შესახვევში, რომლის მოსახლეობასაც გზის საფარის არარსებობა წლების განმავლობაში აწუხებდა, ასფალტის საფარის მოწყობა სრულდება. სანამ საგზაო სამუშაოებს დავიწყებდით, კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ აღნიშნულ მისამართზე წყლის სისტემა მოაწესრიგა. შემდეგ კი საშუალება მოგვეცა, საგზაო სამუშაოები დაგვეწყო. პროექტის დასრულების შემდეგ, მოსახლეობა მოწესრიგებული ინფრასტრუქტურით ისარგებლებს“, – განაცხადა ბექა მიქაუტაძემ.

სამუშაოების განსახორციელებლად, რომელსაც გლდანის რაიონის გამგეობის დაკვეთით შპს „იბერი“ ასრულებს, ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაახლოებით, 200 000 ლარია გამოყოფილი.

კომენტარი