დღეს თბილისში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

დღეს თბილისში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

64
გაზიარება

დღეს თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. კომპანია “თელასის ცნობით, აღმიშნულის მიზეზი სარემონტო სამუშაოებია.

მათივე ინფორმაციით, ნაძალადევის რაიონში, ქსელში გადართვებთან დაკავშირებით 01:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცოტნე დადიანის, ზედაზენის, რიონჰესის, იმერეთის, ბენდელიანის, მექანიზაციის, ცისარტყელას, ტრაქტორის, ჭიჭინაძის, ქუთათელაძის, ჭყონდიდელის, ხრესილის, კოკინაკის, ჯავის, სააკაძის და ზესტაფონის ქუჩების მცხოვრებლებს.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:30 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მეტრო „ნაძალადევი“-ს მიმდებარე ტერიტორიის, ცოტნე დადიანის, ცისარტყელას, ზესტაფონის, ბენდელიანის, ჭყონდიდელის, გუდამაყრის და გვაზაურის ქუჩების მცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონში, ქსელში გადართვებთან დაკავშირებით 01 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), პეკინის გამზირის, იოსებიძის, კალანდაძის, შარტავას, ანაგის, სულაკაურის, ხვიჩიას, საბურთალოს, გამსახურდიას, კოსტავას, ბროლოსანის და შავთელის ქუჩების მცხოვრებლებს.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის, დიდი დიღმის III მიკრორაიონის, ლამბერტის, კასტელის, შმერლინგის, მონპერეს და მაქს ტილკეს ქუჩების მცხოვრებლებს.

ისნის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მოსკოვის გამზირის, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის, სამრეწველო დასახლების, ბოგდან ხმელნიცკის და ჩოლოყაშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჯიქიას, ნავთლუღის, ხარაბაძის, ორბელების, ბეგიაშვილის, ანდღულაძის, ჩოჩუას, კოპცევის, ზანდუკელის, კვაჭანტირაძის და ჭრელაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

გლდანის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის I, III, IV, VII მიკრორაიონების, ვეკუას და ხიზანიშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.

ვაკის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო 14:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აბაშიძის ქუჩის მცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო 14 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გორგასლის ქუჩის მცხოვრებლებს.

სამგორის რაიონში, ქსელში გადართვებთან დაკავშირებით 01:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 დასახლების IV მიკრორაიონის და ვიქტორ კუპრაძის ქუჩის მცხოვრებლებს.

მთაწმინდის რაიონში, ქსელში გადართვებთან დაკავშირებით 01:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვერცხლის, ჩიკვაიძის, იეთიმ გურჯის, აკოფიანის, ავლევის, ნაკაშიძეების, ბარათაშვილის, სულხანიშვილის, მამაცაშვილის, ველისციხის, შავთელის, ნიშნიანიძის და ჩახრუხაძის ქუჩების მცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ.

კომენტარი