მთაწმინდაზე სადარბაზოების სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს

მთაწმინდაზე სადარბაზოების სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს

72
გაზიარება

მთაწმინდის რაიონში, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, რამდენიმე მისამართზე სადარბაზოების სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს.

პროექტის მიხედვით, ვ. ბარნოვის N45-ში რეაბილიტაცია ორ სადარბაზოს უტარდება, რომლის ფართობი ჯამში, 680 კვ. მ-ს შეადგენს. ასევე, შეკეთდება 110 კვ.მ ფართობის თაღი.

მიმდინარე სამუშაო პროცესს მთაწმინდის რაიონის გამგებელი, დავით კირკიტაძე, გაეცნო.

„თანადაფინანსებული პროექტების განხორციელება ჩვენს რაიონში აქტიურად მიმდინარეობს. აღნიშნულ მისამართებზე 15 ოჯახი ცხოვრობს. ჩვენ ვცდილობთ, რაც შეიძლება მეტი ამხანაგობის განცხადება დავაკმაყოფილოთ, რომ მათი საცხოვრებელი სახლების ინფრასტრუქტურა მოწესრიგდეს“ , – განაცხადა დავით კირკიტაძემ.

სამუშაოებს, გამგეობის დაკვეთით, კონტრაქტორი კომპანია ასრულებს, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 32 725 ლარია გამოყოფილი.

კომენტარი