რიმა ბერაძემ ჩუღურეთში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ დედებს დედის დღე მიულოცა

რიმა ბერაძემ ჩუღურეთში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ დედებს დედის დღე მიულოცა

147
გაზიარება

თბილისის საკრებულოს ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარმა წევრმა, რიმა ბერაძემ, რაიონში მცხოვრებს რამდენიმე მრავალშვილიან დედას დედის დღე მიულოცა და საჩუქრად საყოფაცხოვრებო ნივთები გადასცა. როგორც რიმა ბერაძემ განაცხადა, ამ აქციის მიზანი მრავალშვილიანი და სოციალურად შეჭირვებული ოჯახების დახმარებაა.

„დღეს დედის დღეა და ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ, რომ ეს დღე მივულოცოთ ყველა დედას, განსაკუთრებით მრავალშვილიან დედებს. დღეს გადავწყვიტეთ, რომ სოციალურად შეჭირვებული დედებისთვის საჭირო საყოფაცხოვრებო ნივთები გადაგვეცა. ამ ოჯახებიდან ერთში ოთხი და მეორეში სამი ბავშვი იზრდება. ჩვენი  მიზანია, რომ გვერდში დავუდგეთ და დავეხმაროთ მრავალშვილიან ოჯახებს, რადგან ქვეყნისთვის დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესება ძალიან მნიშვნელოვანია. ჩემი შესაძლებლობების ფარგლებში, მაქსიმალურად ვცდილობ, რომ თითოეულ ამომრჩეველს გვერდში დავუდგე,“- განაცხადა რიმა ბერაძემ.

როგორც ჩუღურეთის მაჟორიტარმა წევრმა აღნიშნა, მსგავსი საქველმოქმედო აქციები, რომლებიც ჩუღურეთის რაიონში პერიოდულად ტარდება, მომავალშიც გაგრძელდება.

კომენტარი