ზარგარხანიდან ვერცხლის ქუჩამდე – თბილისის ერთ-ერთ უძველესი ადგილის ისტორია

ზარგარხანიდან ვერცხლის ქუჩამდე – თბილისის ერთ-ერთ უძველესი ადგილის ისტორია

115
გაზიარება

ვერცხლის ქუჩა კრწანისის რაიონში, კონსტანტინე აფხაზის (ყოფილი ლესელიძის) ქუჩიდან პუშკინის ქუჩამდე მდებარეობს. იგი თბილისის ერთ-ერთ უძველეს უბანს წარმოადგენს. მისი სახელწოდება ამ მიდამოებში არსებულ ოქრომჭედელთა საქმიანობასთანაა დაკავშირებული. თავდაპირველად ვერცხლის ქუჩას ზარგარხანის (ვერცხლისა და ოქროს სახელოსნოების რიგი) სახელი ერქვა. 1841 წელს შედგენილ ქუჩების სიაში შეტანილია პავლე ციციანოვის ქუჩის სახელით (კოტე აფხაზის ქუჩის ნაწილთან ერთად); 1843 წლის ქუჩების სიაში კი, როგორც ვერცხლის რიგი; თბილისის 1925 წლის ცნობარში – როგორც ვერცხლის ქუჩა.

ვერცხლის ქუჩამ სახე და ტრადიციები, თითქმის, საბჭოთა ხელისუფლების დამყარებამდე შეინარჩუნა. აღსანიშნავია ქუჩაზე არსებული XIX-XX საუკუნეების მიჯნის საცხოვრებელი სახლები.

წყარო: სახელდებისა და სიმბოლიკის კომისია

კომენტარი