გლდანის VIII მ/რ-ში მშენებარე ბაღში სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს

გლდანის VIII მ/რ-ში მშენებარე ბაღში სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს

150
გაზიარება

გლდანის რაიონში, მე-8 მ/რ-ში საბავშვო ბაღის მშენებლობის ფარგლებში, საყრდენი კედელი აშენდა და ტერიტორია შეიღობა. შენობა ადაპტირდა, შშმ პირთათვის და სამზარეულო ბლოკისთვის დამონტაჟდა ლიფტი. ახალი საბავშვო ბაღი 10 ჯგუფიანი იქნება და 300-მდე ბავშვს მოემსახურება, დასაქმდება 60-მდე ადამიანი. საბავშვო ბაღი მიმდინარე წლის ბოლოს გაიხსნება. პროექტის დასრულებამდე გლდანის რაიონის გამგეობა ბაღთან მისასვლელი გზის მშენებლობას უზრუნველჰყოფს. მიმდინარე სამუშაოებს თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი, კახაბერ გვანცელაძე, რაიონის გამგებელთან, ბექა მიქაუტაძესთან და მაჟორიტარ დეპუტატ, გულია გოცირიძესთან, ერთად გაეცნო.

კომენტარი