დიღმის მასივში დაზიანებულ სახურავებს ახლით ანაცვლებენ

დიღმის მასივში დაზიანებულ სახურავებს ახლით ანაცვლებენ

149
გაზიარება

დიდუბის რაიონის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ფარგლებში მიმდინარეობს. დიღმის მასივის მე-4 და მე-5 კვარტლებში საცხოვრებელი შენობის დაზიანებული სახურავები იცვლება.

პროექტის ფარგლებში, 2 100 კვ.მ ფართობზე დაზიანებული თუნუქის დემონტაჟი და მისი ახლით ჩანაცვლება მოხდება. აღნიშნულ მისამართზე ასევე, შეიცვლება წყალსაწრეტი მილები.

აღნიშნული პროექტისთვის გამგეობამ 73 150 ლარი გამოჰყო.

ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს, რომელთა შორის სახურავის, ლიფტის, წყალარინების შიდა და გარე ქსელების რეაბილიტაცია, ასევე, ოთხ სართულამდე შენობის ან/და მისი ელემენტების კაპიტალური გამაგრება, საერთო სარგებლობის ინფრასტრუქტურის მოწესრიგება და საპროექტო სამუშაოები შედის, გამგეობა კვლავ 100%-ით აფინანსებს.

დაფინანსების მიღების პარალელურად, საერთო სარგებლობის ინფრასტრუქტურის (სახურავის, წყალარინების ქსელის, ლიფტის, სართულშუა ნაპრალების ამოვსება და შენობის გამაგრება) რეაბილიტაციის დროს ამხანაგობა ვალდებულია, სამუშაოების ღირებულების 5% შეაგროვოს, ამხანაგობის ანგარიშზე განათავსოს და საერთო სარგებლობის ქონების მოვლა-პატრონობას მოახმაროს. რაც შეეხება საერთო სარგებლობის დანარჩენი ინფრასტრუქტურის (კიბე, სადარბაზო, კარი) რეაბილიტაციას, ამ შემთხვევაში, ამხანაგობამ ანგარიშზე სამუშაოების ღირებულების 10% უნდა განათავსოს და აღნიშნული თანხა კვლავ საერთო ქონების მოწესრიგებას მოახმაროს.

კომენტარი