თბილისი: მსოფლიოს ყველაზე ბოჰემური ქალაქი? („NATIONAL GEOGRAPHIC-ის“ ვრცელი სტატია)

თბილისი: მსოფლიოს ყველაზე ბოჰემური ქალაქი? („NATIONAL GEOGRAPHIC-ის“ ვრცელი სტატია)

563
გაზიარება

თბილისი: მსოფლიოს ყველაზე ბოჰემური ქალაქი? – ამ სათაურით სტატიას „NATIONAL GEOGRAPHIC“ აქვეყნებს. სტატიის ავტორი თბილისის კულტურულ ცხოვრებას მიმოიხილავს და მკითხველს, საკუთარი გემოვნებით, გარკვეულ რჩევებს აძლევს.


იშვიათად ნახავთ ისე სასიამოვნოდ ქაოსურ ქალაქს, როგორიც შავი ზღვის ერთ-ერთი ქვეყნის, საქართველოს დედაქალაქი თბილისია. ერთ დროს აბრეშუმის გზის დედაქალაქი, რომელიც 1,1 მილიონ ადამიანს იტევს, ერთდროულად ეკლექტურიც არის და აქტიურიც. ძველი ქალაქი, რომელსაც ნარიყალას უწოდებენ, გამოირჩევა ტრადიციული პასტელის სახლებითა და ხის აივნებით. მას მივყავართ სოლოლაკის მოდერნულ ზონაში, სადაც თითოეულ ეზოში დახურულ ბარსა და დამალულ კაფეს აღმოაჩენთ. თქვენ შეგიძლიათ მოინიშნოთ და ეწვიოთ რუსთაველის გამზირზე შთამბეჭდავ ნეოკლასიკურ არქიტექტურაში აგებულ მუზეუმებსა და თეატრებს ან მთელი ღამე, გათენებამდე, ცეკვაში გაატაროთ ისეთ ღამის კლუბში, როგორიც ბასიანია, რომელიც ისტორიული საფეხბურთო მოედნის შენობაშია განთავსებული. იმ პირობებში, როდესაც ქალაქი ერთ უიქენდზე შესაცნობად საკმაოდ პატარაა, მისი არქიტექტურული ეკლექტიზმი, ბარები, რესტორნები და კულტურული მრავალფეროვნება, რომელსაც იგი გვთავაზობს, უფრო დიდი ხნით დარჩენისთვის ნამდვილად ღირს.

ჩვენ გაგაცნობთ იმ მცირე მოქმედებათა ჩამონათვალს, რომელთა განახორციელებაც თბილისში უიქენდზე ვიზიტის დროს შეგიძლიათ.

ესტუმრეთ თბილისის აღდგენილ ფაბრიკებს

„რუმს ჰოტელ თბილისი“

სასტუმრო  „სტამბა“

რამდენიმე წელია, რაც თბილისში ძველი სივრცეების აღორძინების პროცესი მიმდინარეობს.  ქალაქში შუასაუკუნის რამდენიმე მიტოვებული ქარხანა განახლდა და მათში სასტუმროები, ბარები, გალერიები, ვინტაჟური პროდუქტის მაღაზიები განთავსდა, რამაც აღნიშნულ ადგილებს თანამედროვე, ახალგაზრდა თბილისელებისთვის კულტურული ჰაბის როლი მიანიჭა. აღდგენილ შენობებში განთავსებული ახალი სივრცეებიდან პირველი და ყველაზე ცნობილი მათგანია „რუმს ჰოტელია“ რომელიც მოდერნული სტილის დახვეწილ, ევროპულ სასტუმროს მოგვაგონებს. ის ცნობილია თავისი ბარით, ევროპულთან შერწყმული სამზარეულოთი და უმაღლესი ხარისხის სასტუმრო ნომრებით. მოგვიანებით, მიმდებარე ტერიტორიაზე გაიხსნა ოდნავ უფრო მოდერნულ სტილში გადაწყვეტილი სასტუმრო „სტამბა“, რომელიც ძველი სტამბის შენობაში განთავსდა (გარდა ამისა, აქ წარმოდგენილია სასტუმროთა მსოფლიო ბრენდები, როგორებიც არიან: „შერატონი“, „რედისონი“, „მერიოტი“).

ამ ზონიდან რამდენიმე წუთის სავალზეა „ღვინის ქარხანა N1“ , რომელიც თბილისში აუცილებლად სანახვ სივრცეებს შორის უნდა მოიაზროთ. მე-19 საუკუნეში არსებულ ღვინის საწარმოში გახსნილი სივრცე, რომელიც ათწლეულების განმავლობაში იყო დახურული,  გთავაზობთ ღია კოქტეილის ბარებსა და ქართული სამზარეულოსთვის დამახასიათებელ ყველაზე თანამედროვე კერძებს. (სურვილის შემთხვევაში, თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ  ტურით, რომელიც გაჩვენებთ ღვინის საკოლექციო სარდაფებს, რომლებიც ერთ დროს, ადგილობრივთა გადმოცემით, სტალინსა და ნაპოლეონს ეკუთვნოდათ.)

„ფაბრიკა“

მდინარის გასწვრივ, ძველი სამკერვალო ქარხნის ტერიტორიაზე განთავსებულია კომპლექსი –  „ფაბრიკა“, რომელიც მოიცავს საერთო საცხოვრებელს, უმაღლესი ხარისხის ბუტიკს, ბარებსა და საერთო სამუშაო სივრცეს. აქვე შეგიძლიათ, მიირთვათ ადგილობრივი ცივი ლუდი (რომელსაც რესტორანი „შავი ლომი“ გთავაზობთ) ან ერთი ჭიქა გემრიელი წითელი საფერავი და რამდენიმე საათი ადამიანებზე დაკვირვებას დაუთმოთ. გარდა ამისა, შეგიძლიათ განიტვირთოთ კლუბ „ბასიანში“  გამართული რეივით, რომელიც ამ ზონიდან არც თუ შორს მდებარეობს.

ჭამა, ჭამა და ჭამა

ვინტაჟური სტილის კაფე „ლინვილი“

ქართული საკვები დიდი ხანია ლეგენდარულად მიიჩნევა მთელი აღმოსავლეთ ევროპის მასშტაბით, რაც გამორჩეული სისუფთავისა და გამოყენებული ინგრედიენტების (მათ შორის, მცენარეულობის) დახვეწილად დაბალანსებული სურნელების შედეგი გახლდათ. აქ ქინძი უმეტესწილად სალათის მწვანე დანამატს უფრო წარმოადგენს, ვიდრე გარნირს. ადგილობრივი კულინარიის სახელი უფრო განთქმული გახდა მას შემდეგ, რაც რამდენიმე წლის წინ ამ მიმართულებით თბილისში ნამდვილი აღორძინება დაიწყო. ეს ყოველივე გამოიხატა ადგილობრივ რესტორნებში სიუხვის შემოტანით, რამაც ახალი სუნთქვა გაუხსნა ქართულ კლასიკურ სამზარეულოს, რომელიც მოიცავს შემწვარ ხორცს მჟავე ქლიავის სოუსში, მარილიანი ყველის პურს, რომელსაც ხაჭაპურს უწოდებენ, აგრეთვე წითელ ლობიოს.  თბილისის კულინარიის ყველაზე ცნობილი წარმომადგენელია თეკუნა გაჩეჩილაძე, რომლის კულინარიულმა სკოლამ და კაფე  „ლიტერამ“  დიდი წვლილი შეიტანა ადგილობრივი სამზარეულოს განვითარებაში. მისი კულინარიული იმპერია ასევე მოიცავს ე.წ. კულინარიულ ხაშერიას, რომელიც ქალაქის ბუნებრივ გოგირდოვან წყლებთან ახლოს მდებარეობს და ასევე ქართულ – მექსიკურ ტაკერიას, სახელად „ Teko’s Tacos“, რომელიც „ღვინის ქარხნის“ კომპლექსშია განთავსებული. აუცილებლად ესტუმრეთ განახლებულ „ქეთო და კოტეს“, რომლის სახელწოდებაც ქართული ოპერის გმირების მიხედვით არის შერჩეული და რომელიც მე-19 საუკუნის სასახლეში მდებარეობს. აღნიშნული სივრცე ადრე ბაგრატიონთა პრინცესას ეკუთვნოდა. განახლებული ზონა გთავაზობთ საქართველოს  ძველი და თანამედროვე არქიტექტურის შერწყმული სახისა და  ქალაქის ცენტრის პანორამული ხედებით ტკბობის შესაძლებლობას.

იშოპინგეთ მშრალ ხიდზე

მშრალი ხიდის ბაზარი

იშვიათად ნახავთ ადგილს, რომელიც თბილისის ისტორიას, როგორც კულტურულ გზაჯვარედინს, ისე აკურატულად გამოხატავს, როგორც მშრალი ხიდის ბაზარი. ეს ტერიტორია რუსთაველის გამზირიდან რამდენიმე ქუჩის მოშორებით მდებარეობს. ბაზარში, რომელიც ყოველდღიურად ფუნქციონირებს (უიქენდებზე მეტი გამყიდველია), იყიდება ყველაფერი,  რაც მოიცავს მე-19 საუკუნის  ევროპული ფაიფურს, თანამედროვე დაღესტნურ საიუველირო ნაკეთობებს, ქართულ მინანქარს, ანტიკურ მუსიკალურ ინსტრუმენტებს, მგლის ტყავსა თუ თანამედროვე ხელოვანების მიერ შექმნილ პროდუქციას. მობრძანდით, მოემზადეთ მხოლოდ რამდენიმე ქართული წინადადებით და მიიღეთ ისტორიის გაკვეთილი ძალიან მეგობრული გამყიდველებისგან, რომლებიც  ყველაფერს მოგიყვებიან თითიეულ პროდუქტზე, დაწყებული საბჭოთა მედალიონებიდან, დასრულებული ხევსურული ნაქარგებით. ფასზე ვაჭრობა მისაღებია, თუმცა ღირებულება საკმაოდ ხელმისაწვდომია.

მოიწყეთ არქიტექტურული ტური ქალაქში

საათის კოშკი

თბილისის თითოეულ უბანს, მთაწმინდის ნეოკლასიკური შენობებიდან ნარიყალას მთამდე, სრულიად განსხვავებული ისტორია და ემოცია ახლავს. თქვენ შეგიძლიათ მთელი ეს კონტრასტი ქალაქში არქიტექტურული ტურის მოწყობით შეიგრძნოთ, რომელიც სხვადასხვა საუკუნეში ქალაქის განვითარების შესახებ მრავალ სიახლეს გამცნობთ. ქალაქში ჩატარებულია მოდერნის სტილის არქიტექტურის შესასწავლი უამრავი ტური, სადაც ადამიანები იკვლევენ ორნამენტებით მოქარგულ შენობებსა და სოლოლაკის მოხატულ დარბაზებს, რომელთაგან რამდენიმე ახლად რეაბილიტირებულია. ტურისტული კომპანია „Brutalist Tours“ ტურისტებს საშუალებას აძლევს, იმოგზაურონ თბილისის შიდა და გარეუბნებში და მე-20 საუკუნის მონუმენტების შესწავლით დაკავდნენ.

ფოტოგრაფი : Aaron Huey

საყოველთაოდ ცნობილი ქალაქების მსგავსად, როგორიც ლონდონი და ნიუ-იორკია, აკრძალული კულტურის პროდუქტს თბილისის ქუჩებშიც შეხვდებით. ქალაქის საუკეთესო ბარებისა და რესტორნების ნაწილი მთლიანად დამალული ან იშვიათად შესამჩნევია. აუცილებლად მოინახულეთ სოფია მილინკოვას ფანტასტიური დუქანი, რომელიც თბილისის ლიტერატურული მუზეუმის საუცხოო ეზოში მდებარეობს. ან ესტუმრეთ „Woland’s Speakeasy-ს“ რომლის სახელწოდებაც მონუმენტური რუსული რომანის, „ოსტატი და მარგარიტას“ , პერსონაჟის აღსანიშნავად არის გამოყენებული. ეს წარმოადგენს ამერიკული სტილის ბარს სოლოლაკში, სადაც ზემოხსენებული რუსული ნოველის პერსონაჟების დასახელების კოქტეილები იყიდება. გარდა ამისა, შესაძლებლობა გაქვთ ეწვიოთ კაფეებს :„Cafe Le Toit“, „Pur Pur“  , „Linville“.  აღნიშნული ვიქტორიანული სტილის კაფეები სოლოლაკში, მოდერნული სტილის დიდი სასახლების მეორე სართულზე მდებარეობს.

კომენტარი