საბურთალოს რაიონში საგზაო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

საბურთალოს რაიონში საგზაო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

89
გაზიარება

საბურთალოს რაიონში, ნესტან – დარეჯანისა და ვაჟა-ფშაველას ქუჩების დამაკავშირებელი მონაკვეთის მოწესრიგება მიმდინარეობს.

ამ დროისთვის, ასფალტის საფარის პირველი ფენა იგება.

ასევე, ნიკო ბურისა და ნესტან-დარეჯანის ქუჩების დამაკავშირებელ მონაკვეთზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, სადაც უკვე დასრულდა ასფალტის  საფარის პირველი ფენის დაგება.

პროექტის ფარგლებში, ჯამში, 2 840 კვადრატულ მეტრ ფართობზე ასფალტის ორფენიანი საფარი დაიგება.

მიმდინარე სამუშაოები საბურთალოს რაიონის გამგებელმა, გაიოზ ვასაძემ, დაათვალიერა.

აღნიშნულ ტერიტორიებზე ასფალტის საფარი ამ დრომდე არ არსებობდა და მოსახლეობა გრუნტიანი გზით გადაადგილდებოდა.

საგზაო სამუშაოებს კომპანია „ლ ენდ ლ“ აწარმოებს. პროექტების განსახორციელებლად საბურთალოს გამგეობის ბიუჯეტიდან, დაახლოებით, 200 000 ლარი გამოიყო.

 

კომენტარი