ცოლ-ქმარი, რომელიც 25 წელზე მეტია, ტყეში ცხოვრობს

ცოლ-ქმარი, რომელიც 25 წელზე მეტია, ტყეში ცხოვრობს

276
გაზიარება

თამარა და იური ბაიკოვები ბელარუსის ჩვეულებრივ სოფელში ცხოვრობდნენ: ჰყავდათ საქონელი და მიწასაც ამუშავებდნენ. ერთხელაც მათი ბატი მეზობლის მიწის ნაკვეთზე გადავიდა და უკან მავთულმოხვეული ნისკარტით დაბრუნდა. მას შემდეგ ცოლ-ქმარი ტყეში გადასახლდა, ბელარუსის სასაზღვრო ზოლთან ახლოს.

მიწის ნაკვეთი მათ 1991 წლის ბოლოს ადგილობრივმა ხელისუფლებამ გადასცა. ცოლ-ქმარმა, ქალიშვილთან ერთად, თან წაიყვანა 5 ძროხა, წაიყოლა გარკვეული პროდუქტები და სახელოსნო იარაღები.

69 წლის პენსიონერებს არ აქვთ ელექტროენერგია. წყალს მდინარიდან იღებენ და საჭმელს ღუმელზე ამზადებენ. დაიყენეს ქათმები, ბატები და თხები, რომლებიც მათ რძით ამარაგებენ. ისინი პატარა ფერმაში ცხოვრობენ, რომელიც იმავე ნაკვეთზე მოაწყეს. ყველაზე ახლოს მდებარე სოფელი მათგან 15 კილომეტრშია. თამარამ და იურიმ ეს ქოხი, თავდაპირველად, დროებით თავშესაფრად ააშენეს, თუმცა თანხის უქონლობისა და სხვა პრობლემების გამო, კაპიტალური სახლის აშენება ვეღარ შეძლეს.

ვერონიკა, მათი ქალიშვილი, გაიზარდა და რუსეთში გადავიდა საცხოვრებლად. ახლა მას 16 წლის ქალიშვილი ჰყავს. მოხუცები გარე სამყაროსთან ურთიერთობას მხოლოდ შვილისა და შვილიშვილის მეშვეობით ახერხებენ. ისინი აწვდიან პროდუქტს მაღაზიებიდან და ასევე, ეხმარებიან, დამატებითი შემოსავლისთვის, გაყიდონ საკუთარი პროდუქტი.

„ვერონიკა ჩვენი შრომით მოპოვებულის გაყიდვაში გვეხმარება, კიდევ პენსია გვაქვს და ეს ყველაფერი სრულიად საკმარისი.“- ამბობს იური.

კომენტარი