ფარნავაზ მეფის გამზირზე, შუა გამყოფ ზოლში ბალახი დათესეს

ფარნავაზ მეფის გამზირზე, შუა გამყოფ ზოლში ბალახი დათესეს

60
გაზიარება

დედაქალაქის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა ფარნავაზ მეფის გამზირზე არსებულ შუა გამყოფ ზოლში, ჰიდროთესვის პრინციპით, ბალახის დათესა.

შუა გამყოფი ზოლი, რომლის სიგრძეც 1 000 მეტრია, ხოლო ფართობი 5 500 კვ. მეტრი, 350-მდე, სხვადასხვა სახეობის სამ მეტრზე მაღალი ხე გასული წლის საშემოდგომო რგვების ფარგლებში უკვე დაირგო.

გარდა ამისა, აღნიშნულ ტერიტორიაზე განხორციელდა სარწყავი სისტემის დამონტაჟების სამუშაოები.

კომენტარი