ვერაზე სადარბაზოების სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს

ვერაზე სადარბაზოების სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს

99
გაზიარება

ვერაზე, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, ორ მისამართზე სადარბაზოების სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს.

ვ. ანჯაფარიძის ქ. N3ა-ში და ა. შანიძის ქ. N11-ში რეაბილიტაცია ორ სადარბაზოს უტარდება, რომლის ფართობი ჯამში, 800 კვ. მ-ს შეადგენს. აღნიშნულ მისამართებზე სულ 14 ოჯახი ცხოვრობს.

მიმდინარე სამუშაო პროცესს მთაწმინდის რაიონის გამგებელი, დავით კირკიტაძე გაეცნო.

სამუშაოებს, გამგეობის დაკვეთით, კონტრაქტორი კომპანია ასრულებს, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 18 166 ლარი დაიხარჯება.

კომენტარი