თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

78
გაზიარება

დღეს, თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. კომპანია „თელასის“ ცნობით აღნიშნულის მიზეზი გადაუდებელი სარემონტო სამუშაოებია.

მათივე ცნობით, ნაძალადევის რაიონში  11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის მაცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონში 11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ტერევერკოს და ლუბლიანას ქუჩების მაცხოვრებლებს, ასევე გადაუდებელი სამუშაოების გამო 12 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთლის გამზირის, ალექსი გოგოლაურის და დიდუბის ქუჩების მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონში 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი დიღმის I მიკრორაიონის, მეფე მირიანის და გიორგი ბრწყინვალეს ქუჩების მაცხოვრებლებს, ასევე გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:30 საათიდან 11:30 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის, მეფე მირიანის, ვეფხისტყაოსნის და თინათინის ქუჩების მაცხოვრებლებს.

გლდანის რაიონში 11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ავჭალა-1 დასახლების, სამხედრო დასახლების, ალეკო გობრონიძის და ლერი ლაგურაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

სამგორის რაიონში  11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილის III მასივის ზემო პლატოს მაცხოვრებლებს.

კომენტარი