ჩოხელის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა

ჩოხელის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა

68
გაზიარება

საბურთალოს გამგეობამ, გოდერძი ჩოხელის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულა. ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, 317 გრძივ მეტრზე ახალი სანიაღვრე ქსელი მოეწყო. აგრეთვე, მოეწყო ბორდიური და 1 690 კვ.მ ფართობზე ასფალტის ორფენიანი საფარი დაიგო.
პროექტი საბურთალოს გამგეობის ბიუჯეტიდან 145 419 ლარით დაფინანსდა. საგზაო სამუშაოები კომპანიამ „ლ ენდ ლ” შეასრულა.
დასრულებული სამუშაოები საბურთალოს რაიონის გამგებელმა, გაიოზ ვასაძემ, დაათვალიერა.
„ჩოხელის ქუჩაზე ძალიან მძიმე მდგომარეობა იყო, რადგან ასფალტის საფარი ამ დრომდე არ ყოფილა. მოსახლეობას წლების განმავლობაში არსებული პრობლემა მოუგვარდა და ისინი ახლა უკვე მოწესრიგებული ინფრასტრუქტურით ისარგებლებენ“, – განაცხადა საბურთალოს გამგებელმა.

კომენტარი