ვარკეთილსა და მესამე მასივში სხვადასხვა მისამართზე საყრდენი კედლები და კიბეები ეწყობა

ვარკეთილსა და მესამე მასივში სხვადასხვა მისამართზე საყრდენი კედლები და კიბეები ეწყობა

84
გაზიარება

სამგორის რაიონში ინფრასტრუქტურული სამუშაოები გრძელდება. ვარკეთილსა და მესამე მასივში სხვადასხვა მისამართზე საყრდენი კედლები და კიბეები ეწყობა.
მესამე მასივში, კალოუბნის N7-ის მიმდებარედ 70 მეტრიანი გრუნტის დამჭერი კედელი ეწყობა. პროექტის ღირებულება 73 ათასი ლარია და მას სამგორის გამგეობის დაფინანსებით, კონტრაქტორი კომპანია „აღმაშენებელი“ ასრულებს.

ხომლელის N5ბ-ს მიმდებარედ გრუნტის დამჭერი კედელი და ორი კიბე ეწყობა, რისთვისაც სამგორის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 18 ათასი ლარი გამოიყო;

ანალოგიური სამუშაოები მიმდინარეობს ვარკეთილშიც, სადაც N180 საჯარო სკოლიდან ვარკეთილის მესამე მიკრორაიონის N319ი კორპუსთან ჩასასვლელი კიბე ეწყობა.
აღნიშნული პროექტის ღირებულება 15 ათასი ლარია; სამუშაოებს გამგეობის კონტრაქტორი კომპანია „არქიტრავი“ ახორციელებს.

კომენტარი