მთაწმინდის რაიონში ამორტიზებული სახურავი იცვლება

მთაწმინდის რაიონში ამორტიზებული სახურავი იცვლება

102
გაზიარება

მთაწმინდაზე, გრიბოედოვის ქ. N2/5-ში ამორტიზებული სახურავი იცვლება. სამუშაოებს მთაწმინდის გამგეობა „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში ახორციელებს.

აღნიშნულ მისამართზე ამორტიზებული სახურავის ჩანაცვლება და წყალსაწრეტი მილების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. შენობის ქანობიანი სახურავი ჯამში, 800 კვ.მ ფართობზე შეიცვლება.

მიმდინარე სამუშაო პროცესს მთაწმინდის რაიონის გამგებელი, დავით კირკიტაძე, გაეცნო.

„აღნიშნულ მისამართზე მსგავსი პროექტი ბოლო ათეული წლებია არ განხორციელებულა, შესაბამისად გარკვეული პრობლემები ექმნებოდა ადგილობრივ მოსახლეობას და მათ ეს უკვე უმოკლეს ვადაში მოუგვარდებათ. მთაწმინდის რაიონის გამგეობა „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, პარალელურად სხვადასხვა სამუშაოსაც ახორციელებს და მსგავსი პროექტები წლის განმავლობაში კიდევ არის დაგეგმილი“, – განაცხადა დავით კირკიტაძემ.

აღნიშნული პროექტისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 28 000 ლარია გამოყოფილი.

კომენტარი