ხვალიდან სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა აიკრძალება

ხვალიდან სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა აიკრძალება

73
გაზიარება

საქართველოს პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, ხვალიდან სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა აიკრძალება და მხოლოდ მუნიციპალური ტრანსპორტი იმოძრავებს. გახარიას განმარტებით, ეს გადაწყვეტილება ვირუსის გავრცელების მაღალი რისკის გამო მიიღეს.

“ეს არის რთული გადაწყვეტილება, მაგრამ ვირუსის გავრცელების ყველაზე მაღალი კერა. შესაბამისად, ქალაქში დარჩება მერიის ტრანსპორტი და მეტროპოლიტენი. მათ დაევალათ და ყოველდღიურად მოხდება ტრანსპორტის დეზინფექცია და აქ ჩვენ რისკების მართვას უკეთ შევძლებთ”, – აღნიშნა პრემიერმა.

თბილისის მერმა, კახა კალაძემ კი განაცხადა, რომ მიმდინარეობს მოლაპარაკება „თბილისის მიკროავტობუსის“ მენეჯმენტთან, რათა მათ მოახერხონ, რომ არასამუშაო პერიოდში მიკროავტობუსების მძღოლები არ დარჩნენ თავისი მინიმალური შემოსავალის გარეშე.

კომენტარი