ავტობუსებში მომსახურების წესები შეიცვალა

ავტობუსებში მომსახურების წესები შეიცვალა

87
გაზიარება

თბილისის ავტობუსებში გარკვეული მომსახურების წესები შეიცვალა, რაც ავტობუსის დანარჩენი ნაწილისგან მძღოლის სივრცის იზოლირებას და უსაფრთხოების დისტანციის დაცვას გულისხმობს.

მოქალაქეები სარგებლობენ ავტობუსის მხოლოდ ორი უკანა კარით და მძღოლთან უშუალო შეხებაში აღარ არიან. როგორც თბილისის მერმა, კახა კალაძემ განმარტა, ეს აუცილებელი ღონისძიებაა ავტობუსის მძღოლების უსაფრთხოების დასაცავად და შესაბამისად, მგზავრების უსაფრთხო მომსახურებისთვის.

დღეიდან, ასევე, დროებით შეჩერდა თბილისის სატრანსპორტო სამსახურის კონდუქტორების მუშაობა. მერის მტკიცებით, ეს არ შეაფერხებს მათ სახელფასო ანაზღაურებას და ყველა ადამიანი უწყვეტად მიიღებს კუთვნილ სახელფასო თანხებს.

კომენტარი