როგორ შეიცვალა მგზავრთა რაოდენობა მეტროსა და ავტობუსებში?

როგორ შეიცვალა მგზავრთა რაოდენობა მეტროსა და ავტობუსებში?

234
გაზიარება

კორონავირუსის გავრცელების მაქსიმალურად შეზღუდვის მიზნით, დედაქალაქის სატრანსპორტო საშუალებებზე გარკვეული რეგულაციები ამოქმედდა. ავტობუსებში შეიცვალა გარკვეული მომსახურების წესები, რაც ავტობუსის დანარჩენი ნაწილისგან მძღოლის სივრცის იზოლირებას და უსაფრთხოების დისტანციის დაცვას გულისხმობს. აიკრძალა სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა, რადგან ისინი, როგორც უფრო მცირე სივრცის მქონე სტრანსპორტო საშუალებები, ვირუსის გავრცელებისთვის ყველაზე მომეტებულ საფრთხის შემცველ ტრანსპორტად იქნა მიჩნეული. გარდა ამისა, დროებით შეჩერდა თბილისის სატრანსპორტო სამსახურის კონდუქტორების მუშაობაც.

მიკროავტობუსების მომსახურების აკრძალვა, ცხადია, მგზავრთა ნაკდზეც იმოქმედებს და მუნიციპალური ტრანსპორტი უფრო მეტად დაიტვირთება. როგორ შეიცვალა მგზავრთა რაოდენობა მეტროსა და ავტობუსებში, ამის დეტალური ინფორმაცია ჯერ ცნობილი არ არის. როგორც „სითი კვირას“ თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში განუცხადეს, მგზავრთა ნაკადთან დაკავშირებული ცვლილების ნახვისა და აქამდე არსებულ მდგომარეობასთან შედარების საშუალება ხვალ ექნებათ. მათივე განმარტებით, მას მერე, რაც სამსახურების ნაწილი გადავიდა დისტანციურ მომსახურებაზე, მეტროსა და ავტობუსებში მგზავრთა რაოდენობამ იკლო, კერძოდ, ავტობუსში 35 % – ით, მეტროში კი 30 % – ით.

კომენტარი