როგორ შეიცვალა მგზავრთნაკადი ავტობუსსა და მეტროში „მარშუტკების“ აკრძალვის შემდეგ?

როგორ შეიცვალა მგზავრთნაკადი ავტობუსსა და მეტროში „მარშუტკების“ აკრძალვის შემდეგ?

237
გაზიარება

დედაქალაქის მუნიციპალური ტრანსპორტიდან ავტობუსს ყველაზე მეტი მგზავრი გადაჰყავს. თუ მეტროს საშუალებით გადაადგილებული მგზავრების რაოდენობა დღეში, საშუალოდ, 400 ათასამდეა, ავტობუსების მიერ გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა 450 ათასსაც აღწევს. გასულ თვეს, თებერვალში ავტობუსი ყოველდღიურად 430 ათასიდან 450 ათასამდე მგზავრს ემსახურებოდა, მეტროს კი, 400 ათასიდან 410 ათასამდე მოქალაქე გადაჰყავდა.

საქართველოში კორონავირუსის გავრცელების შემდეგ ვითარება შეიცვალა. ბუნებრივია, მგზავრების რაოდენობამ იკლო, რასაც ხელი მნიშვნელოვნად შეუწყო ქალაქის ხელისუფლების მეირ მიღებულმა რეგულაციებმა და სპეციალისტების მიერ გაცემულმა რეკომენდაციებმა. თუმცა მას შემდეგ, რაც სამარშრუტო ტაქსების მომსახურების აკრძალვის გადაწყვეტილება მიიღეს, გაჩნდა ეჭვი, რომ მიკროავტობუსების მგზავრები მუნიციპალურ ტრანსპორტს ზედმეტად გადატვირთავდნენ და უსაფრთხოების გაუმჯობესების მიზნით მიღებული რეგულაცია შედეგს ვეღარ მოიტანდა. საბედნიეროდ, ასე არ აღმოჩნდა. მოქალაქეები დღითიდღე უფრო ემორჩილებიან სპეციალისტთა რეკომენდაციებს და ეს მგზავრთნაკადშიც აისახა. 16 მარტის მონაცემებით (სანამ მიკროავტობუსების მუშაობა შეჩერდებოდა), ავტობუსმა 260 ათას მგზავრამდე გადაიყვანა, ხოლო მეტრო 230 ათასამდე მგზავრს მოემსახურა. გუშინდელი, 18 მარტის მონაცემებით კი (მიკროავტობუსების აკრძალვიდან მეორე დღეს), მგზავრების რაოდენობა მუნიციპალურ ტრანსპორტში არათუ საგანგაშოდ არ გაიზარდა, არამედ, საერთოდ არ გაიზარდა. მეტიც, დაიკლო კიდეც. ავტობუსებმა გუშინ 211557 ადამიანი გადაიყვანეს, ხოლო მეტრომ – 173114 (თითქმის, 60 ათასით ნაკლები მგზავრი).

კომენტარი