5 ცნობილი მუზეუმი, რომლის მონახულებაც სახლიდან გაუსვლელად შეგიძლიათ

5 ცნობილი მუზეუმი, რომლის მონახულებაც სახლიდან გაუსვლელად შეგიძლიათ

295
გაზიარება

მსოფლიოს უამრავ ქვეყანასა და ქალაქში აცხადებენ კარანტინს, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენ იძულებული ვართ, სახლში დავრჩეთ. მიუხედავად ამისა, სახლში ყოფნა მოსაწყენი არ იქნება. იქიდან გამომდინარე, რომ ადამიანებს ამ ვითარებაში უწევთ ყოფნა, არაერთი ინსტიტუტი და ორგანიზაცია გვთავაზობს მათთან ვიზიტის შესაძლებლობას ისე, რომ არ დავტოვოთ საკუთარი კომფორტული საწოლი. თუ ამ ცნობილი მუზეუმების ხილვის შანსი აქამდე არ გქონიათ, დღეს გაქვთ შესაძლებლობა, ესტუმროთ მათ და იმდენი დრო დაუთმოთ ნახატების, ქანდაკებებისა და ხელოვნების ნიმუშების დათვალიერებას, რამდენსაც საჭიროდ მიიჩნევთ.

„Google Arts And Culture – მა“ თავი მოუყარა მსოფლიოს რამდენიმე ასეულ მუზეუმსა და გალერიას, რათა ადამიანებისთვის სამყაროს ყველაზე გამორჩეულ ადგილებში ვირტუალური ტური მოეწყო.  Google – ის კოლექცია მოიცავს ისეთ გიგანტებს, როგორებიც არიან გაგენჰეიმის მუზეუმი ნიუ-იორკში, ვან გოგის მუზეუმი ამსტერდამში და ბრიტანული მუზეუმი ლონდონში. იმაში დასარმწუნებლად, რომ ეს შანსი არ არის ხელიდან გასაშვები, „Bored Panda„ მათ ჩამონათვალს გთავაზობთ. აი, რამდენიმე მათგანიც:

ბრიტანული მუზეუმი (ლონდონი)

ლონდონის შუაგულში მდებარე ამ მონუმენტური მუზეუმის ვირტუალური ტური საშუალებას გაძლევთ, იმოგზაუროთ სხვადასხვა ისტორიულ ხანაში და შეიცნოთ მეტი ისეთი საინტერესო მოვლენების შესახებ, როგორიც, მაგალითად, ეგვიპტური მუმიაა. ამსთანავე, აქ შეგიძლიათ ინახულოთ ასობით საინტერესო არტეფაქტი. ასე რომ, გირჩევთ, ეს შანსი გამოიყენოთ.

გაგენჰაიმის მუზეუმი (ნიუ-იორკი)

„Google’s Street View feature – ის„  გამოყენებით, გაქვთ შესაძლებლობა, სახლიდან გაუსვლელად და ნაბიჯის გადაუდგმელად გაიაროთ გაგენჰაიმის ცნობილ სპირალურ კიბეზე და დაათვალიეროთ მუზეუმი. აქ თქვენ ნახავთ არაერთი ისტორიული ეპოქის ნიმუშებს, რომლებიც მოიცავს იმპრეზიონიზმის, პოსტ-იმპრესიონიზმის, მოდერნულ და თანამედროვე დროს.

ვან გოგის მუზეუმი (ამსტერდამი)

მუზეუმში შებიჯებით, თქვენ იხილავთ საოცრად გონებამახვილი და ნიჭიერი მხატვრის, ვინსენტ ვან გოგის ნამუშევრების ყველაზე დიდი კოლექციას, რომლის სამუდამო სამყოფელსაც ეს სივრცე წარმოადგენს. კოლექცია მოიცავს 200 ნახატს, 500 ჩანახატსა და 750 პირად წერილს.

მოდერნული და თანამედროვე ხელოვნების ეროვნული მუზეუმი (სეული)

მოცემული სივრცე კორეის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ მუზეუმს წარმოადგენს და მისი დათვალიერება ახლა უკვე მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან შეიძლება. ეროვნული მუზეუმის ვირტუალური ტური მოიცავს კორეისა და საერთაშორისო ხელოვნების ნიმუშებისგან შემდგარ 6-სართულიან ზონას. მოემზადეთ გაოცებისთვის.

უფიზის გალერეა (ფლორენცია)

ეს გალერეა, რომელიც იტალიაში, კერძოდ, ფლორენციაში მდებარეობს, ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი გვარის, მედიჩების ხელოვნების ნიმუშების საკოლექციო სახლია. დღეს ყველას შეუძლია დატკბეს გალერიის უმაღლესი ხარისხის დარბაზებით, რომლებიც, სპეციალურად, კოზიმო დე მედიჩის დაკვეთით, ჯორჯო ვასარიმ 1560 წელს დააპროექტა.

კომენტარი