მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტების რეიტინგში თსუ 113 პოზიციით დაწინაურდა

მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტების რეიტინგში თსუ 113 პოზიციით დაწინაურდა

171
გაზიარება

 Best Global Universities Rankings-ის რეიტინგში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 113 პოზიციით დაწინაურდა და 322-ე ადგილს ტარტუს უნივერსიტეტთან (ესტონეთი) ინაწილებს.

აღსანიშნავია, რომ თსუ საუკეთესო უნივერსიტეტების 1,5%-ში შედის. დარგობრივი რანჟირებით, თსუ-მ ფიზიკის მიმართულებით 22 პოზიციით გაიუმჯობესა რეიტინგი და 256-ე ადგილს იკავებს.

რეიტინგში იგი ყველა უნგრულ და რუმინულ უნივერსიტეტზე წინ დგას და დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიის და სხვა ქვეყნების მრავალ უნივერსიტეტზე უკეთეს პოზიციას იკავებს.

რანჟირება 13 კრიტერიუმის მიხედვით ავლენს მსოფლიოს 1500 საუკეთესო კვლევით უნივერსიტეტს 81 ქვეყანაში. კავკასიის რეგიონიდან კრიტერიუმები მხოლოდ თსუ-მ დააკმაყოფილა.

მსოფლიოს 325 საუკეთესო უნივერსიტეტს შორის პოსტ-საბჭოთა სივრციდან, თსუ-ს გარდა, მხოლოდ ორი უნივერსიტეტია: ტარტუს უნივერსიტეტი და მ. ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

U.S.News&World Report უკვე 30 წელია, რაც მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტების რანჟირებას აქვეყნებს. რეიტინგების შედგენისას უნივერსიტეტები ფასდებიან აკადემიური და კვლევითი საქმიანობის და გლობალური / რეგიონული რეპუტაციის მიხედვით, ასევე ითვალისწინებენ პუბლიკაციების, სამეცნიერო წიგნების გამოცემის, კონფერენციების ხარისხს და ყველაზე ციტირებად პუბლიკაციებში უნივერსიტეტის წილს. სწორედ ამ კრიტერიუმებით შეფასდა თსუ-ს საქმიანობა.

კომენტარი