რატომ აშენებდნენ 9-სართულიან სახლებს საბჭოთა კავშირში?

რატომ აშენებდნენ 9-სართულიან სახლებს საბჭოთა კავშირში?

728
გაზიარება

ყველასთვის ნაცნობია, რომ საბჭოთა კავშირში ბევრ საცხოვრებელ სახლს აშენებდნენ, თან მხოლოდ 9-სართულიანს. ბევრი იმდროინდელი სახლი 5-სართულიან პანელურ შენობაზეა აგებული, ნიკიტა ხრუშოვის იდეის მიხედვით. პირველი მდივანი ამ გზით ეკონომიკურ და პრაქტიკულ მოგებას იაზრებდა. ერთი ტიპის კოსნტრუქციებს დიდი ფინანსური ხარჯი არ ესაჭიროებოდათ. ეს იყო მინიმალური კაპიტალდაბანდება. ამასთან, ეს სახლები ძალიან პოპულარული იყო.

ქალაქში მუდამ გადმოდიოდნენ უფრო და უფრო მეტი მაცხოვრებლები სოფლებიდან. ჩამოსული საზოგადოება ნელ-ნელა უფრო მეტი გახდა, ვიდრე ქალაქის მკვიდრნი. ხალხს არც ისე ბევრი ფული ჰქონდა და არ შეეძლოთ, ძვირადღირებული ბინები შეეძინათ. ერთადერთი შესაფერისი ვარიანტი იაფფასიანი, სტანდარტული ბინები იყო.

განსაკუთრებით პოპულარული რჩებოდა 9-სართულიანი საცხოვრებლები. ბევრს დაებადება კითხვა, რატომ არა 8 ან 10? პასუხი მარტივია:

უსაფრთხოება და სანდოობა

საბჭოთა კავშირის არქიტექტორები საცხოვრებელი კომპლექსების დაპროექტების ყველა ეტაპზე მკაცრად იცავდნენ მსოფლიოში მიღებულ მოთხოვნებსა და სტანდარტებს. არსი მდგომარეობდა მშენებლობის კიბით ხელმისაწვდომობაში, რომელიც არ უნდა აღმატებულიყო 28 მეტრს. ეს იყო აუცილებელი მაცხოვრებელთა უსაფრთხოებისთვის ხანძრის დროს. ასე ჰქონდათ შესაძლებლობა, შენობა მალე დაეტოვებინათ. კიბე ყველა სართულის იატაკიდან განცალკევებით უნდა ყოფილიყო, აუცილებელი ელემენტი იყო დამატებითი ავარიული განათება.

იმ დროს სახანძრო მანქანები 28 მეტრი სიგრძის კიბეებით იყო აღჭურვილი. ეს ფაქტი არის იმის მიზეზი, რომ 9-სართულიან სახლებს აშენებდნენ. ასევე, ერთ-ერთი მოთხოვნა ვენტილაციის სისტემის ხელმისაწდომობა იყო, რაც დაპროექტების დროს ასევე სირთულეებს წარმოქმნიდა.

საკითხის ეკონომიკური მხარე

მთავრობის წარმომადგენლები ცდილობდნენ ბიუჯეტი მაქსიმალურად ეკონომიკურად გამოეყენებინათ. კორპუსების მასიური მშენებლობა ფინანსური ხარჯების არსებობას გულისხმობდა. საკითხის გადასაჭრელად ქვეყანამ ალტერნატიული გადაწყვეტილების ძიება დაიწყო.

მშენებლობის დაწყებამდე არქიტექტორებმა საგულდაგულოდ შეისწავლეს სხვა ქვეყნების სპეციალისტების გამოცდილება. იმ პერიოდში ქვეყნის ფარგლებს გარეთ განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობდა პანელის ტიპის სახლები, რომლებსაც რეკორდულად მცირე დროში აშენებდნენ.

საბჭოთა ინჟინრები თვლიდნენ, რომ 9-სართულიანი კორპუსების მშენებლობა უფრო ნაკლები დაჯდებოდა, ვიდრე ხუთიანის, მაგრამ უფრო მაღალი სახლების აშენება გონივრული არ იქნებოდა. მაშინ თანხები კვამლის გაქრობის სისტემაზე და სატვირთოს ტიპის ლიფტზეც უნდა წასულიყო.

კიდევ ერთი მომენტი – ბინის ფასი სიმაღლეზე. ჩვეულებრივ მოქალაქეს ის არ აწყობდა. ცხოვრების ხარისხთან მიმართებით, ბევრი ადამიანი ეძებდა იაფ წინადადებას. სწორედ 9-სართულიან კორპუსებს შეეძლოთ მთლიანად დაეკმაყოფილებინათ ყოფილი საბჭოთა ქალაქების მაცხოვრებელთა მოთხოვნილებები.

დროსთან ერთად, ისეთი სახანძრო მანქანების წარმოება დაიწყეს, რომლებსაც უკვე 40-მეტრიანი კიბე ჰქონდათ. მაინცდამაინც 9-სართულიანი კორპუსების აშენება აუცილებელი აღარ იყო და ნელ-ნელა ქუჩებში უფრო მაღალი კოსნტრუქციებიც გამოჩნდა.

წყარო: novate

კომენტარი