შეშელიძის ქუჩაზე, ჰიდროთესვის პრინციპით, ბალახი დათესეს

შეშელიძის ქუჩაზე, ჰიდროთესვის პრინციპით, ბალახი დათესეს

98
გაზიარება

გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური დედაქალაქში ბალახის ჰიდროთესვის პრინციპით დათესვის სამუშაოებს განაგრძობს.

ამჯერად სამუშაოები გლდანის რაიონში, შეშელიძის ქუჩაზე არსებულ შუა გამყოფ ზოლში შესრულდა.

აღნიშნულ ტერიტორიაზე, 3980 კვადრატულ მეტრ ფართობზე ბალახი ჰიდროთესვის პრინციპით დაითესა. ამასთან, გასული წლის საშემოდგომო რგვების ფარგლებში 125 ძირი, 3 მეტრზე მაღალი აკაციის ხე უკვე დაირგო.

კომენტარი