“თეთრი სიკვდილი” – სნაიპერი, რომელიც საბჭოთა ჯარისკაცებს შიშის ზარს სცემდა

“თეთრი სიკვდილი” – სნაიპერი, რომელიც საბჭოთა ჯარისკაცებს შიშის ზარს სცემდა

619
გაზიარება

ფინეთ-საბჭოეთის ომის დროს (1939-1940წწ.) საბჭოთა ჯარისკაცებს შიშის ზარს სცემდა ფინელი სნაიპერი სიმო ჰაიჰა, ზედმეტსახელად “თეთრი სიკვდილი”. ის იყო წარმოუდგენლად მარჯვე მსროლელი, თან არ იყენებდა ოპტიკურ მიზანს. მიუხედავად იმისა, რომ ის იყო საბჭოთა კავშირის მტერი, საბჭოთა ჯარის რიგებში იქცა ლეგენდად.

მომავალი სნაიპერი დაიბადა 1905 წელს პატარა სოფელ რაუტიარვიში (თანამედროვე რუსეთის და ფინეთის საზღვართან ახლოს). ოჯახი ძირითადად დაკავებული იყო ნადირობით და თევზაობით. 17 წლის ასაკში სიმო ჰიაიუჰიას მიღებული ჰქონდა მონაწილეობა სნაიპერების რამდენიმე შეჯიბრში და აღებული ჰქონდა საპრიზო ადგილები. მოგვიანებით ის წავიდა ფინურ არმიაში.

ფინეთ-საბჭოეთის ომის დასაწყისში, 1939 წელს სიმო ჰაიჰა ხდება სნაიპერი. პირველ დღეს სიმომ მოკლა მოწინააღმდეგის 25 ჯარისკაცი, ხოლო ორ დღეში გაანადგურა 50 კაცი. აქტიური პროპაგანდის წყალობით, დიდება დაუმარცხებელი ფინელის შესახებ გასცდა ფრონტის ხაზს. საბჭოთა მთავრობამ დანიშნა ჯილდო სიმოს თავის სანაცვლოდ, ხოლო თვითონ სნაიპერი მონათლეს “თეთრ სიკვდილად”.

სიმო ჰაიჰას სიმაღლე იყო 1,61მ, რაც მისთვის დიდი უპირატესობა გახლდათ. სნაიპერი იცვამდა მთლიანად თეთრ ტანსაცმელს, რაც მას თოვლის ფონზე, პრაქტიკულად, შეუმჩნეველს ხდიდა. სიმოს პოზიციაზე დარჩენა რამდენიმე საათის განმავლობაში შეეძლო. ელოდებოდა მტერს და ეს ხდებოდა -20°C-დან -40°C-მდე სიცივეში. სნაიპერს პირში ედო თოვლი, რათა ამოსუნთქვისას პირიდან ორთქლი არ გამოსვლოდა. ამის გარდა, სიმოს უპირატესობა იყო ის, რომ მან ადგილმდებარეობა საკუთარი ხუთი თითივით იცოდა. ყველაზე გასაკვირი არის ის, რომ სნაიპერი არ იყენებდა ოპტიკურ მიზანს. პირველ რიგში, სიმო თვლიდა, რომ მზის სხივებს შეეძლოთ მისი ადგილმდებარეობის გამჟღავნება, ხოლო მეორე არის ის, რომ დაბალ ტემპერატურაში მიზნის მინა იყინებოდა. იარაღი, რომელსაც სნაიპერი იყენებდა, იყო მოსინ М/28-30-ის ფინური მოდიფიკაცია. მის არსენალში ასევე შედიოდა პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი “სუომი” და ტყვიამფრქვევი “ლაჰტი სალორანტა M-26”.

“ზამთრის ომის” პირველ 100 დღეში სნაიპერმა მოკლა 600-ზე მეტი საბჭოთა ჯარისკაცი. სიმოს დასაჭერად გაგზავნილი იქნა საბჭოთა ჯარისკაცების ელიტური ქვედანაყოფი. 1940 წლის 6 მარტს ფინელს ტყვია მაინც მოხვდა, რომელმაც მარცხენა ყბაში გაიარა. ის რამდენიმე დღის განმავლობაში იმყოფებოდა კომაში, ხოლო გონზე მოსვლისას ჩანგრეული ყბა აღუდგინეს ბარძაყიდან აღებული ძვლით.

1941 წელს სიმო ჰიაიუჰიას უნდოდა ფრონტის ხაზზე კვლავ წასვლა, მაგრამ ტრავმის გამო ის უარით გაისტუმრეს. ფინელმა სნაიპერმა იცოცხლა საკმაოდ დიდხანს (96 წელი) და ის დაკავებული იყო ნადირობით და ფერმერობით. როდესაც მას ეკითხებოდნენ ზამთრის ომის შესახებ, ის პასუხობდა, რომ თავის მოვალეობას ასრულებლდა.

წყარო:ucnauri.com

კომენტარი