თუ ვერ ვიშოვით აპარატებს ფილტვების ვენტილაციისთვის, ხალხი დაიხოცება – ნიუ-იორკის მერი

თუ ვერ ვიშოვით აპარატებს ფილტვების ვენტილაციისთვის, ხალხი დაიხოცება – ნიუ-იორკის მერი

584
გაზიარება

ნიუ-იორკში კორონავირუსის ეპიდემია გაცილებით მასშტაბური გახდება, ამ დროს კი მედიკამენტების მარაგი იწურება. ამის შესახებ ქალაქის მერმა ისაუბრა.

“დეფიციტს უკვე 10 დღეში ვიგრძნობთ, თუკი ვერ ვიშოვით დამატებით აპარატებს ფილტვების ხელოვნური ვენტილაციისთვის, ხალხი დაიხოცება”,- განაცხადა ბილ დე ბლაზიომ.

ნიუ-იორკის შტატი ამერიკაში კორონავირუსის ეპიცენტრი გახდა. ქვეყანაში აღრიცხულ დაინფიცირებულთა ნახევარზე მეტი სწორედ იქაა. საერთო ჯამში, ამერიკაში 31000-ზე მეტი დადასტურებული შემთხვევაა და 380-ზე მეტი ლეტალური შედეგი.

შტატის გუბერნატორმა, ენდრიუ კუომომ, კვირას 15168 დაინფიცირებულის შესახებ განაცხადა, ეს 4 ათასით მეტი შემთხვევაა, ვიდრე წინა დღეს დაფიქსირდა. კუომოს ბრძანებით, შტატში ყველა არასაჩქარო ოპერაცია გადაიდო.

“ამერიკელები იმსახურებენ, იცოდნენ ეს საზარელი სიმართლე, ვითარება მხოლოდ მძიმდება, ამიტომ აპრილში და მაისში გაცილებით გაგვიჭირდება”,- აცხადებს გუბერნატორი.

დაინფიცირებულთა 38 შემთხვევა დაფიქსირებულია ციხეებში, მათგან 21 პატიმარია. ადგილობრივი აქტივისტები მოუწოდებენ ხელისუფლებას, შეამცირონ პატიმრობის ვადები, რათა მოხდეს ხალხის რაოდენობის შემცირება ასეთ დახურულ დაწესებულებებში. თავის მხრივ, ნიუ-იორკის პოლიცია თავის რიგებში 98 დაინფიცირებულის შესახებ იუწყება.

კომენტარი