„მუდამ საღამოთ ალექსანდროვის ბაღში დაიარება ოთხი ქალი“ – სექსმუშაკები XIX საუკუნის ტფილისში

„მუდამ საღამოთ ალექსანდროვის ბაღში დაიარება ოთხი ქალი“ – სექსმუშაკები XIX საუკუნის ტფილისში

196
გაზიარება

მადათოვი“ მკითხველს ძველი თბილისის შესახებ არაერთ საინტერესო ამბავს უზიარებს. გვერდზე გამოქვეყნებული იმდროინდელი გაზეთების ამონარიდებიდან, ფაქტობრივად, თავად პუბლიკაციების ავტორები გვესაუბრებიან მაშინდელი ენით, სტილით, ფიქრებითა და საჭიროებებით.

მათი წაკითხვა განსაკუთრებით საინტერესოა მისთვის, ვისაც თბილისის ისტორია, კულტურა და ყოველდღიური ცხოვრება იმდენად უყვარს, რომ არასდროს ამბობს უარს, რამდენიმე წუთით იმოგზაუროს წარსულში და ძველი თბილისის თვალით დაინახოს ქალაქის იმჟამინდელი ყოფა. ძველი გაზეთები სხვადასხვა სახის ამბავს ინახავენ და რაღა თქმა უნდა, რომ ამ ყველაფერში ერთ-ერთი მთავარი ადგილი გაზეთ „დროებას“ უკავია. ეს ამბავიც სწორედ ამ გაზეთიდანაა.

გაზეთი „დროება“, 1880 წ.

ჩვენ მივიღეთ გაზეთში დასაბეჭდათ შემდეგი შენიშვნა, რომლისთვისაც მიგვიქცევია, ვისიც ჯერ არის, იმათი ყურადღება:

„მუდამ საღამოთ ალექსანდროვის ბაღში დაიარება ოთხი ქალი, რომელთაც თავიანთ საცხოვრებლად და ხელობად უნამუსო ქცევა ამოურჩევიათ. ვერ შეგიძლიანთ წარმოიდგინოთ რიცხვი იმ ახალგაზდებისა, რომელნიც ამ ხსნეებულ ქალების წყალობით საძაგელის სენით ლპებიან.

ერთმა ამ ქალთაგანმა, რომლისგანაც ავათ გახდომა ერთმა გინმაზიელმა მიამბო, და რომელსაც განგებ გამოვკითხე, მითხრა მე შემდეგი:

– ჩვენ ისეთს ქუჩაში ვდგევართ, რომ არამც თუ პოლიცია, ეშმაკიც ვერ გვიპოვნის; და თუნდაც რომ გვიპოვნოს პოლიციამ, თვითონ პოლიცმეისტერი ხომ არ მოვა ჩვენთან და იმის აკოლოდოჩნიკების წამალი ჩვენ ვიცით, როგორც თავიდამ მოვიშოროთ…

ამ ქალებს ბილეთი არა აქვსთ, ქალაქის ექიმი ამათთან შესამოწმებლად არ დაიარება, მაშასადამე რამდენის გაუბედურება შეუძლიანთ, თქვენ მიხვდებით.

კომენტარი