გლობალური გამოწვევა  – Covid – 19,  როგორ ებრძვიან ვირუსს მსოფლიოში?

გლობალური გამოწვევა  – Covid – 19,  როგორ ებრძვიან ვირუსს მსოფლიოში?

208
გაზიარება

ახალმა კორონავირუსმა მსოფლიო გლობალური სამედიცინო კრიზისის წინაშე დააყენა და გზები რომლითაც ქვეყნები მისი გავრცელების პრევენციას ცდილობენ, საკმაოდ მრავალფეროვანია. მაგალითისთვის, აშშ – ში არაერთ მჭიდროდ დასახლებულ ზონაში გაიხსნა საველე თავშესაფრები, რათა ინფექციის მზარდი ტენდენცია შენელებულიყო. კერძო ორგანიზაციები, რომლებიც სასიცოცხლოდ აუცილებელ საქმიანობას არ აწარმოებდნენ, დაიხურა. ერთ-ერთმა ქალაქმა ოფიციალური ინსტრუქციაც კი წარმოადგინა, თუ როგორ უნდა ვიკონტაქტოთ ამ პირობებში და ინსტრუქციის არსი მდგომარეობს იმაში, რომ უმჯობესია  კონტაქტისგან თავი შევიკავოთ. თუმცა არსებობს ქვეყნების კატეგორია, რომელიც ამ გამოწვევას განსხვავებულად პასუხობს. წარმოგიდგენთ რამდენიმე მათგანს.

სამხრეთ კორეა

ექსპერტების აზრით, ამ პროცესში სამხრეთ კორეა დამცავი ზომების ყველაზე მაღალი მაჩვენებლით გამოირჩევა, რაც გარკვეული სიახლეების დანერგვასაც გულისხმობს. ერთ-ერთი მეთოდი, რომლითაც სამხრეთ კორეა სხვა ქვეყნებზე მარტივად ახერხებს Covid 19 – ის ტესტირებას, სატელეფონო ჯიხურებს უკავშირდება. სეულში არსებულმა საავადმყოფომ ჯიხურები მისი შენობის ირგვლივ განათავსა, რათა თითოეულმა ადამიანმა, რომელსაც ტესტის ჩატარება სურს, ამ პროცედურის გავლა და შესაბამისი ზომების მიღება მაქსიმალურად სწრაფად შეძლოს.

მეთოდი შესანიშნავად მუშაობს. პიროვნება, რომელსაც ტესტირება უტარდება, დგას შუშის კედლის ერთ მხარეს და ყურმილით უკავშირდება სამედიცინო პერსონალის წარმომადგენელს, რომელიც კედლის მეორე მხარეს იმყოფება. კონსულტაციის შემდეგ, პერსონალის წევრი ხელს ათავსებს ჯიხურში ჩამონტაჟებულ სპეციალურ რეზინის ხელთათმანში და იქამდე იღებს სინჯს, სანამ ჯიხური დაინფიცირდება. მედიკოსების განცხადებით, ამ საშუალებით ათჯერ მეტი ოდენობის ნიმუშის აღება ხერხდება, ვიდრე აქამდე იყო შესაძლებელი.

სამხრეთ კორეა იმ აზიური ქვეყნების რიგშია, რომელთაც ვირუსმა ყველაზე მძიმე დარტყმა მიაყენა, ხოლო სწრაფი ტესტირების მეთოდი წარმოადგენს ერთგვარ შთამაგონებელ ხერხს, რომელიც, იმედია არაერთ სიცოცხლეს გადაარჩენს.

იტალია

იტალია, რომელმაც Covid – 19 – ით გარდაცვლილთა რაოდენობით ჩინეთს გადააჭარბა, პანდემიის ეპიცენტრს წარმოადგენს. როგორც კელსი ფაიფერი და ქრისტინა ენიმეშონი იტყობინებიან, პრობლემა იტალიის უმოქმედობაში კი არა მცირედით დაგვიანებულ და ნაკლებად რადიკალურ ზომებში მდგომარეობს.

იტალიამ ინფორმაცია კორონავირუსით დაინფიცირებული პირველი პაციენტის შესახებ 20 თებერვალს დაადასტურა. თუმცა, აღნიშნულ პიროვნებას ჩინეთთან კავშირი არ ქონია და სავარაუდოა, რომ მას ვირუსი ევროპელისგან გადაედო. როგორც ერთ-ერთმა ეპიდემოლოგმა „The New York Times -ს“ განუცხადა, პაციენტი, რომელსაც  პირველ დაინფიცირებულს ვუწოდებთ, შესაძლოა მეორასე მათგანიც კი იყოს.

23 თებერვლისთვის ქვეყანას 123 დადასტურებული შემთხვევა ქონდა, რამაც 11 ქალაქის ჩაკეტვა გამოიწვია. თუმცამ ხელისუფლების პასუხი ამ პროცესზე გაუგებარი იყო. როდესაც ოფიციალური პირები მოსახლეობას სოციალური დისტანციის დაცვისკენ მოუწოდებდნენ და 4 მარტისთვის ყველა საჯარო სკოლა დახურეს, ამავდროულად ისინი იტალიელებს სთხოვდნენ, არ შეეცვალათ ყოველდღიურობა, რასაც მილანის მერის კამპანია „მილანი არ ჩერდება“ დაერთო.

დაავადების გავრცელების კვალდაკალ, ხელისუფლებამ ზომების გამკაცრება დაიწყო. 8 მარტს ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილი, სადაც ვირუსი პირველად აღმოაჩინეს, ჩაიკეტა. 9 მარტს კი ქვეყნის დარჩენილმა ნაწილმაც იგივე ბედი გაიზიარა.

ახლა, როდესაც დაღუპულთა მაჩვენებელი ყოველდღიურად იზრდება, ზომები უფრო და უფრო მკაცრდება. მოსახლეობას გარეთ სასეირნოდ გასვლა შაბათ დღესაც ეკრძალება. ინფიცირებულთა რიცხვი კი კვლავ მატულობს.

ჰონგ-კონგი

ერთ-ერთი პირველი ცნობა, რაც ძაღლების მოყვარულებს აუწყეს, იყო ის, რომ კორონავირუსის წინააღმდეგ ძაღლები მათი იმუნური სისტემის წყალობით დაცულები არიან. ეს სიახლე უამრავ ადამიანს, რომელსაც ოთხფეხა მეგობრის ჩახუტება და კოცნა უყვარს, შვებად მოევლინა. აღნიშნული ინფორმაცია მნიშვნელოვანი იყო იმ ვითარებაში, როდესაც საყვარელ ძაღლთან ერთად გასეირნება, იზოლაციის პირობებში მისაღებ ფორმად მიიჩნევა.

თუმცა, ჰონგ-კონგიდან მომავალი ახალი ამბები სხვა რეალობაზე მეტყველებს. 19 მარტს, ჰონგ-კონგის სოფლის მეურნეობის, მეთევზეობისა და კონსერვაციის დეპარტამენტმა („AFCD“) განაცხადა, რომ გერმანული მეცხვარის ჯიშის ძაღლმა კორნავირუსის ტესტზე დადებითი პასუხი აჩვენა. ეს ჰონგ-კონგში ძაღლის ინფიცირების მეორე შემთხვევაა მას შემდეგ, რაც იგივე შედეგი მარტის დასაწყისში პომერანიელის ჯიშზე დაფიქსირდა. ამ უკანასკნელის პატრონს ვირუსი დაუდგინდა, ხოლო ძაღლი მას შემდეგ დაიღუპა, რაც ეს ამბავი სავალდებულო კარანტინის მეშვეობით გამოვლინდა. დაღუპვის მიზეზი კი უცნობი დარჩა.

ექსპერტების მტკიცებით, ძაღლი კორონავირუსისგან არ დაღუპულა. ამასთანავე, „AFCD- ის“ წარმომადგენლების განცხადებით, მას ვირუსთან დაკავშირებული სიმპტომები არ აღენიშნებოდა და ადამიანებს ამ მხრივ სანერვიულო არ აქვთ.

„ამ ეტაპზე, არ არსებობს მტკიცებულება, რომლის მიხედვითაც ძაღლები Covid -19 ის ვირუსის  მატარებლები არიან“ – განაცხადა „AFCD – ის“ სპიკერმა. „შინაური ცხოველების პატრონებმა ყოველთვის უნდა გაითვალისწინონ ჰიგიენის ნორმები და პატარა მეგობრები უპატრონოდ  არც ერთ შემთხვევაში დატოვონ.”

ეს ნიშნავს სიფრთხილის ისეთი ზომების მიღებას, რის შესახებაც ცხოველთა პატრონებს, შესაძლოა, აქამდე არასდროს უფიქრიათ. აღნიშნული ზომები კი შემდეგ ინსტრუქციას გვაუწყებს –  არ მოეფეროთ და აკოცოთ საკუთარ ცხოველს თავზე.

კომენტარი