„დარჩი სახლში, უყურე ქართულ კინოს!“ – ეროვნული კინოცენტრი ონლაინკინოჩვენებებს იწყებს

„დარჩი სახლში, უყურე ქართულ კინოს!“ – ეროვნული კინოცენტრი ონლაინკინოჩვენებებს იწყებს

79
გაზიარება

„დარჩი სახლში, უყურე ქართულ კინოს“! – ეროვნული კინოცენტრი ონლაინკინოჩვენებებს იწყებს. ამის შესახებ ეროვნული კინოცენტრის ინფორმაციიდან გახდა ცნობილი.

„ქართველი კინემატოგრაფისტები ინტერნეტსივრცეში საკუთარ ფილმებს ასაჯაროებენ. თანამედროვე ქართული ფილმების ონლაინჩვენებების განრიგი ეროვნული კინოცენტრის ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე გახდება ცნობილი.

ინიციატივას ახლახან შემოუერთდნენ: ლევან კოღუაშვილი, ლევან თუთბერიძე, ნანა ჯანელიძე, ნუცა ალექსი-მესხიშვილი, გიგა ბაინდურაშვილი, ვახო ვარაზი და ლაშა ოთხმეზური. ახალგაზრდა რეჟისორებმა – გიორგი თავართქილაძემ და გიგა ლიკლიკაძემ კი მათი ფილმები „ცუდი ხალხი“ და „ღორი“ უკვე გახადეს ხელმისაწვდომი ინტერნეტსივრცეში.

ეროვნული კინოცენტრის მიერ დაგეგმილი პირველი ონლაინპრემიერა გაიმართება 25 მარტს, 19:00 საათზე. ფართო საზოგადოება პირველად ნახავს გიგა ბაინდურაშვილის 2019 წელს გადაღებულ ფილმს „გაბანა“, ჯანო იზორიასა და დავით როინიშვილის მონაწილეობით.

ეროვნული კინოცენტრი განაგრძობს მუშაობას ქართველ რეჟისორებთან და პროდიუსერებთან, რათა ქვეყანაში არსებული საგანგებო მდგომარეობის პერიოდში მეტი ქართული ფილმი გახდეს მაყურებლისთვის ხელმისაწვდომი და სულ ცოტათი მაინც შევამსუბიქოთ თვითიზოლაციაში მყოფი ჩვენი თანამემამულეების ყოფა“, – აღნიშნულია ეროვნული კინოცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარი