ვირუსმა ომს დაასწრო იმის განადგურება, რაც უკვე შიგნიდან ლპებოდა – მაქსიმ კანტორი...

ვირუსმა ომს დაასწრო იმის განადგურება, რაც უკვე შიგნიდან ლპებოდა – მაქსიმ კანტორი (მწერალი)

1251
გაზიარება

ბლოგის ავტორია მწერალი, ჟურნალისტი მაქსიმ კანტორი

თუკი სამყაროში რაიმე ცუდი მოხდა, მოხდა ის, რომ ვირუსმა დაანგრია ცივილიზაცია. არ მოხდარა აფეთქება, არ ყოფილა დიდი ცუნამი. დაინგრა ზუსტად ის ცივილიზაცია, რომელიც 30 წლის წინ ტრაბახობდა, რომ საკუთარი განვითარების პიკს მიაღწია.

უეცრად ყველაფერი დამთავრდა: დაინგრა ეკონომიკა, დაიშალა დემოკრატია, დადგა აპოკალიფსი?

ეს არ არის ომი, მიუხედავად იმისა, რომ ანგელა მერკლემა ზუსტად მეორე მსოფლიო ომს შეადარა კორონავირუსი, ეს არ არის ჭირი. ეს რევოლუციაც კი არ არის, მაგრამ ის ფაქტი, რომ ცივილიზაცია გრიპის გამო ინგრევა, იმის მაჩვენებელია, რომ უკვე „მომპალი“ შესაცვლელია.

ეს იმის მაჩვენებელი, რომ ადრე თუ გვიან, კორონასგან თუ სხვა რაიმესგან ეს ყველაფერი ისედაც დაინგრეოდა.

კორონავირუსისგან დაღუპულთა პროცენტული მაჩვენებელი გაცილებით ნაკლებია კიბოსგან ან ტუბერკულოზისგან დაღუპულთა რაოდენობაზე. გარდა ამისა, როგორც მეცნიერები ამტკიცებენ, ვირუსს აქვს უნარი განიცადოს მუტაცია, ის სუსტდება და ამავე დროს აფართოებს მოქმედების არეალს.

ეს არასასიამოვნო და სახიფოთა ვირუსია, მაგრამ ღორის გრიპი გაცილებით სახიფათო იყო.

რა მოხდა, თუკი ყველაფერი დაინგრა?

მოხდა ის, რომ ცივილიზაცია ობიექტურად მიუახლოვდა კრიტიკულ წერტილს და მისი დანგრევა ნებისმიერ რამეს შეეძლო.

ეს უნდა ყოფილიყო ომი. ყველა გზა ომისკენ მიდიოდა. ის შესაძლოა მომხდარიყო უკრაინის, ლიბიის ან ნავთობის გამო და თავისთავად, რომ უარესი შედეგი იქნებოდა.

უნდა გვიხაროდეს, რომ ომი არ მოხდა და მხოლოდ ვირუსით შემოვიფარგლეთ. ომის დროს 4% კი არა, დაახლოებით, 15% დაიღუპებოდა. ესეც იმ შემთხვევაში, თუ ბივრთული იარაღის გამოყენაბმდე არ მივიდოდა საქმე და შემოიფარგლებოდა ლოკალური სარაკეტო დარტყმებით და სატანკო იერიშით.

ალბათ, ეს კარგია. შესაძლოა ვირუსი საზოგადო სოლიდარობის ინიცირებას ახდენს. ეს ომიანობის შემდეგ მივიწყებული გრძნობაა – მაგრამ უბედურების ჟამს, შესაძლოა გავიხსენოთ სოლიდარობაც. არსებობს საზოგადო შეთანხმება, რომელიც ავადმყოფობის წინაშე დარჩენის დროს მაინც უნდა ამუშავდეს. არსებობს ზნეობრივი შეგნება, რომელიც არ უნდა გვტოვებდეს გულგრილს მეზობლის ავადმყოფობის და სიღარიბის  მიმართ.

როდესაც საზოგადოება აიმაღლებს სამოქალაქო შეგნებას და აბსტრაქტული უფლებების დაცვიდან კონკრეტული მეზობლის დაცვაზე გადავა, მაშინ იგი გამოჯანმრთელებას დაიწყებს.

კომენტარი