7 მნიშვნელოვანი საკითხი, რაც უნდა ვიცოდეთ კორონავირუსების შესახებ

7 მნიშვნელოვანი საკითხი, რაც უნდა ვიცოდეთ კორონავირუსების შესახებ

215
გაზიარება

6 მიზეზი, რის გამოც ისინი ასეთი საზიანოა და 1 მიზეზი, რის გამოც სხვა დაავადებებთან შედარებით ნაკლებად ინფექციურ ხასიათს ატარებენ…

ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში, კორონავირუსებმა სამი სასიკვდილო გლობალური ეპიდემია წარმოქმნეს: SARS, MERS და ახლა Covid-19. თუ გაინტერესებთ, რას წარმოადგენს ვირუსის ეს ოჯახი, როგორ წარმოქმნის მსგავს მომაკვდინებელ ბაქტერიებს და რა ხელისშემშლელი გზები არსებობს მის შესაჩერებლად, წარმოგიდგენთ რამდენიმე საკითხს, რაც უნდა იცოდეთ.

1. აქვთ მაღალი შემცვლელი მაჩვენებელი
კორონავირუსს, მრავალი რნმ ვირუსის მსგავსად, აქვს მაღალი შემცვლელი მაჩვენებელი (თუმცა ეს მაჩვენებელი უფრო დაბალია იმ ზოგიერთ ვირუსთან შედარებით, რომლებმაც ისეთი პანდემია გამოიწვიეს, როგორიც არის აივ ინფექცია ან C ჰეპატიტი). ეს ნიშნავს იმას, რომ კორონავირუსი ძალიან სწრაფად შედის კონტაქტში ახალ მასპინძელთან (ე.ი. ადამიანთან).

2. სწრაფად განიცდიან მუტაციას
კორონავირუსის სწრაფი მუტაციის მაჩვენებელი განპირობებულია, იმით, რომ მათ შემადგენლობაშია ყველაზე გრძელი გენომი, რომელიც ცნობილი RNA ვირუსის სახელით არის ცნობილი. რაც უფრო მეტი ნაწილისგან არის გენომი შედგენილი, მით მეტია ვირუსის გამრავლებისა და ახალი კერების წარმოქმნის შანსი (რითაც შესაძლოა აიხსნას ბოლოდროინდელი მიგნება იმის შესახებ, რომ Covid -19 ის მრავალი სახეობა არსებობს).

3. მიდრეკილი არიან რეკომბინაციისკენ (გენების ხელახლა წარმოქმნა)

ვირუსული ბაქტერიის წარმოქმნის ერთ-ერთ მთავარ გზას რეკომბინაცია წარმოადგენს, რა დროსაც რამდენიმე ვირუსი გამრავლებისას ერთი ორგანიზმის ფარგლებში ურთიერთქმედებს. Covid-19– ის წარმოქმნის შესახებ ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ზოგადად არსებული მრავალი კორონავირუსიდან, ადამიანის კორონავირუსი, რომელიც ცნობილია როგორც HCoV-HKU1, რეკომბინაციის მიმართ ყველაზე მეტად არის მიდრეკილი. Covid-19, SARS და MERS ბეტაკარონავირუსის ქვესიმრავლეებს წარმოადგენენ.

4. მრავლდებიან მრავალ სახეობაში

კორონავირუსი გამოირჩევა ადაპტაციის უნარით, რისი მეშვეობითაც არაერთ სახეობაში მრავლდება.  ზოგიერთ ვირუსს, მაგალითად წითელას, მხოლოდ ერთი სახეობის დაინფიცირება შეუძლია. კორონავირუსი კი აინფიცირებს, როგორც ადამიანებს, ისე ღამურებს, ღორებს, თაგვებს, ქათმებს, აქლემებს, მსხვილფეხა რქოსან პირუტყვს, ენოტებსა და მანგუსტებს. ამას ეპიდემოლოგები ფართო სამასპინძლო არეალს უწოდებენ. აღნიშნული პროცესი მათ ფართოდ გავრცელების საშუალებას აძლევს, რაც მათი შეჩერებას კიდევ უფრო ართულებს.

5. უყვართ ღამურები

მაშინ, როცა მეცნიერები ეჭვობენ, რომ ვირუსი ადამიანს ღამურიდან გადაედო, ირკვევა, რომ ღამურები უამრავი სასკივდილო დაავადების (ებოლა, მარბურგის დაავადება, ცოფი,  ჰენიპავირუსი) ერთგვარ ბუდეს მართლაც წარმოადგენენ. დღეს უკვე შეგვიძლია ამ ჩამონათვალს Covid 19 დავუმატოთ. 2017 წელს კენიაში ღამურებზე ჩატარებული კვლევის თანახმად გამოვლინდა რამდენიმე კორონავირუსი, რომელთაც ადამიანისთვის დამახასიათებელი ვირუსის მსგავსი გენომური შემადგენლობა ჰქონდათ. რატომ არის ეს საკითხი ასე მნიშვნელოვანი? ექსპერიმენტმა ცხადყო, რომ ახალი კორონავირუსის გამოვლინებები უმთავრესად სწორედ ღამურებშია აღმოჩენილი.

6. დიდი ხნის განმავლობაში არსებობდნენ და ვითარდებოდნენ

მოლეკულური საათის ანალიზი წარმოადგენს ტექნიკას, რომელიც მუტაციის მაჩვენებლის მიხედვით განსაზღვრავს საერთო ნაწილაკის მქონე ბაქტერიების განცალკევების დროს. ამ ანალიზის ჩატარების შემდეგ აღმოჩნდა, რომ ადამიანისთვის დამახასიათებელი ერთ-ერთი კორონავირუსი (HCoV-229E , რომელიც იწვევს სურდოს) ადამიანთა პოპულაციაში საუკუნეების განმავლობაში არსებობდა. კვლევამ შესაძლებელი გახადა ვირუსის წარმოშობის წელიც კი გვევარაუდა. ამ მოვლენის თარიღად ქრისტეს შობიდან 1053 წელი განისაზღვრა.

7. სხვა ვირუსებთან შედარებით უფრო მძიმეა

და ბოლოს სასიხარულო ამბავი: მიუხედავად იმისა, რომ Covid-19 ჰაერში რესპირატორული წვეთების მეშვეობით გადაიცემა, არსებობს ერთი ფაქტორი, რომლის წყალობითაც მისი გავრცელება შეზღუდულია. ეს მისი წონაა. კორონავირუსი სხვა ცნობილ რესპირატორულ ვირუსებზე მძიმეა. ამრიგად, მიუხედავად იმისა, რომ Covid -19  მასპინძელს ლორწოს წვეთების მეშვეობით აინფიცირებს, მისი ინფექციური დიაპაზონი სხვა ვირუსებთან შედარებით ნაკლებია, რადგან მას საკუთარი წონა არ აძლევს შორ მანძილზე გადაადგილების საშუალებას და იგი იძულებულია გრავიტაციას დაემორჩილოს. იატაკის ზედაპირზე დაცემამდე კორონავირუსი 1-2 მეტრის ფარგლებში, 7 ფუტზე ნაკლებ მანძილზე, გადაადგილდება. თუ კორონავირუსს მასზე უფრო გადამდებ ვირუსებს  შევადარებთ, როგორიც არის წითელა ან ჩუტყვავილა, აღმოჩნდება, რომ ზემოხსენებული ვირუსები გაცილებით მსუბუქია, რაც ჰაერში მეტი ხნით დარჩენისა და მტვრის ნაწილაკებთან შერევის საშუალებას იძლევა.

კომენტარი