აფრიკის ქვეყნებში კორონავირუსის შემთხვევები დადასტურდა

აფრიკის ქვეყნებში კორონავირუსის შემთხვევები დადასტურდა

676
გაზიარება

აფრიკის რამდენიმე ქვეყანამ კორონავირუსის პირველი შემთხვევები დაადასტურა, ხოლო რუანდა გახდა აფრიკაში პირველი ქვეყანა, რომელმაც კარანტინი გამოაცხადა.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, აფრიკაში მხოლოდ კვირა დღეს 1000-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა.

უგანდის ჯანდაცვის მინისტრმა,  ჯეინ რუთ აენგმა, პირველი შემთხვევის შესახებ განაცხადა. მან აღნიშნა, რომ ინფიცირებული მამაკაცი სამშობლოში შაბათს დუბაიდან დაბრუნდა და სტაბილურ მდგომარეობაში იმყოფებოდა.

ანგოლის ჯანდაცვის მინისტრის, სილვია ლუტუცუტას განცხადებით, 17-18 მარტს სამშობლოში პორტუგალიიდან დაბრუნებულმა ორმა მამაკაცმა, Covid -19 – ის ტესტზე დადებითი პასუხი აჩვენა.

ერიტრეაში აცხადებენ, რომ კორონავირუსის პირველ  დადასტურებულ შემთხვევას ნორვეგიიდან დაბრუნებული 39 წლის მამაკაცი წარმოადგენს.

ზიმბაბვემ პირველი მსგავსი ფაქტი პარასკევს, ხოლო მომდევნო შაბათს გაასაჯაროვა. რაც შეეხება მავრიკის კუნძულს, სადაც 14 მოქალაქე  დაინფიცირდა, ხოლო 1 გარდაიცვალა, ირკვევა, რომ მსხვერპლი საკუთარ ქვეყანაში ბელგიიდან დუბაის გავლით ჩავიდა.

ნიგერიამ, რომელიც მთელ აფრიკის კონტინენტზე პოპულაციით პირველია, გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ქვეყანაში დაავადებულთა ოდენობა 22 – მდე გაიზარდა.

სამხრეთ აფრიკაში, სადაც საჰარას მიმდებარე ზონაში ყველაზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება, ინფიცირებულთა რაოდენობამ შაბათს 240 – ს მიაღწია.

რუანდა, სადაც ვირუსზე დადებითი პასუხის 17 ფაქტი გამოვლინდა, გახდა აფრიკის პირველი სახელმწიფო, რომელშიც დაავადების გავრცელების პრევენციის მიზნით, მინიმუმ 14 დღიანი კარანტინი გამოცხადდა.

პრემიერ-მინისტრის ოფისის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია: „COVID-19 – ის  გლობალური პანდემიის ტენდენციისა და მსოფლიოს არაერთი ქვეყნის გამოცდილების გათვალისწინებით, დამატებითი ნაბიჯების გადადგმის საჭიროება აშკარაა, იმისთვის, რათა COVID-19 ქვეყანაში უფრო ღრმად არ გავრცელდეს”.

განცხადების თანახმად, შაბათს, საღამოს 11: 59 წუთიდან, 12 მილიონიანი ქვეყნის  მოქალაქეებისთვის გარეთ გასვლა აიკრძალა. გამონაკლისს წარმოადგენს სასიცოცხლოდ ისეთი აუცილებელი მოცემულობები, რომლებიც ჯანმრთელობის დაცვას, საკვების შეძენასა და საბანკო მომსახურებას შეეხება, რისი აღსრულებაც იმ ადამიანის პასუხისმგებლობაა, ვინც სახლს ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზებით დატოვებს. სახელმწიფომ დაადგინა, რომ, როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორში დასაქმებულები სამუშაოს სახლიდან შეასრულებენ. გამონაკლისს მხოლოდ ის კატეგორია წარმოადგენს, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საქმიანობაშია ჩართული. გარდა ამისა, დაუშვებელია მგზავრობა ქვეყნის შემადგენელ ქალაქებსა და რაიონებს შორის, გარდა სამედიცინო მიზეზებისა და აუცილებელი მომსახურებისა. ყველა ბარი დაკეტილია.

რუანდამ ჩაკეტა საზღვრები და ქვეყანაში შესვლა აეკრძალა ყველას, გარდა მისი მოქალაქეებისა და ლეგალური მაცხოვრებლებისა, რომლებიც 14 დღიან  სავალდებულო კარანტინს სპეციალურად მათთვის შერჩეულ ზონებში გაივლიან. ამასთანავე, დაშვებულია ტვირთებისა და აუცილებელი საქონლის შეტანა.

აფრიკის კიდევ მრავალმა სახელმწიფომ ჩაკეტა საზღვრები, დახურა სკოლები,  უნივერსიტეტები და აკრძალა საჯარო თავყრილობები.

კომენტარი