გოჩა ცქიტიშვილის ქუჩაზე გზის საფარი მოწესრიგდა

გოჩა ცქიტიშვილის ქუჩაზე გზის საფარი მოწესრიგდა

143
გაზიარება

გლდანის რაიონის გამგეობა ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, სხვადასხვა ქუჩაზე გზის საფარის კაპიტალურ რეაბილიტაციას ახორციელებს. მათ შორის ცქიტიშვილის (ყოფილი კასკადის) ქუჩაზე გზის საფარი მოწესრიგდა.

აღნიშნულ სამუშაოებამდე მისამართზე წყალარინების ქსელი 183 გრძივ მეტრზე მოეწყო. რის შემდეგაც საგზაო სამუშაოები განხორციელდა. მოეწყო ბორდიური, ფეხით სავალი ბილიკი და 1 390 კვადრატულ მეტრამდე ფართობზე ასფალტის საფარი დაიგო.
სამუშაოებისთვის, რომელიც გლდანის რაიონის გამგეობის დაკვეთით შპს ,,იბერმა“ განახორციელა, 105 453 ლარი დაიხარჯა.

ამასთან, თავისუფლების ქუჩის მონაკვეთზე N 208 საჯარო სკოლიდან ჭიჭნაძის ქუჩამდე 144 გრძივ მეტრზე წყალარინების ქსელის მოწყობა მიმდინარეობს. ცქიტიშვილის (ყოფილი კასკადის) N41 კორპუსთან კი შიდა ეზოს მოწესრიგდა სადაც, 550 კვ. მეტრამდე ფართობზე ასფალტის საფარი მოეწყო.

კომენტარი