დედაქალაქში სადეზინფექციო სამუშაოები ჩაატარეს

დედაქალაქში სადეზინფექციო სამუშაოები ჩაატარეს

63
გაზიარება

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციით, კორონავირუსის საპროფილაქტიკო ღონისძიებების ფარგლებში, დედაქალაქში ღამით სადეზინფექციო სამუშაოები განხორციელდა.

სამუშაოებში ჩაერთო 60 ერთეული ტექნიკა.

სადეზინფექციო სამუშაოები მოიცავს ქუჩებს, სადაც გაჩერებები და მეტროს შესასვლელებია. ღონისძიება რამდენიმე დღე გაგრძელდება, ამის შემდეგ კი უკვე ინდივიდუალურად დაიწყება მხოლოდ და მხოლოდ გაჩერებების, მეტროს ჩასასვლელების სადეზინფექციო სამუშაოები.

სადეზინფექციო სამუშაოები ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ რეკომენდებული პრეპარატებით, ხოლო სამუშაოების ჩატარების ლოკაციები და განრიგი თბილისის მერიასთან შეთანხმებით და მოსახლეობის წინასწარი ინფორმირების შემდეგ განხორციელდება. სპეციალური ხსნარით მუშავდება ხალხმრავალი ადგილები და ღია სივრცეები.

კომენტარი