ნაძალადევის რაიონში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება გრძელდება

ნაძალადევის რაიონში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება გრძელდება

133
გაზიარება

ქვეყანაში არსებული საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად, ნაძალადევის რაიონში ინფრასტრუქტურული პროექტები გრძელდება. გზის რეაბილიტაცია სრულდება გვაზაურის II შესახვევში, სადაც 92 გრძივ მეტრზე გრუნტის დამჭერი საყრდენი კედლები მოეწყო და 1 220 კვ.მ ფართობზე გზის საფარი დაიგო. ძირითად ნაწილზე ასფალტის გზა, მცირე მონაკვეთზე კი ბეტონის საფარი მოეწყო.

ბოლო ეტაპის საგზაო სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი, ირაკლი ხელაძე, ადგილზე გაეცნო.

„მიუხედავად ქვეყანაში არსებული რთული მდგომარეობისა, ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას ვაგრძელებთ. რა თქმა უნდა, არსებულ რეკომენდაციებს ვიცავთ ჩვენც და კონტრაქტორი კომპანიებიც. კონკრეტულად ამ შესახვევში გზის საფარი არასდროს ყოფილა, იყო მხოლოდ გრუნტის გზა. ადგილობრივების გარდა, საკმაოდ ბევრი მოქალაქე სარგებლობს ამ გზით. სარეაბილიტაციო სამუშაოებს უკვე ვასრულებთ და მოსახლეობა სრულად კეთილმოწყობილი გზით ისარგებლებს“, – განაცხადა ირაკლი ხელაძემ.

აღნიშნული გზის კაპიტალურად შეკეთებისთვის ნაძალადევის რაიონის გამგეობამ ბიუჯეტიდან 110 000 ლარი გამოყო.

კომენტარი