სამგორში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების პროექტები ხორციელდება

სამგორში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების პროექტები ხორციელდება

50
გაზიარება

სამგორის რაიონის გამგეობა, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის შესაბამისად, სხვადასხვა მისამართზე სამუშაოებს აწარმოებს.

ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განცხადებების საფუძველზე, საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოს რემონტი მიმდინარეობს 5 მისამართზე. პროექტების ჯამური ღირებულება 249 250 ლარია.

ასევე, მოსახლეობის მოთხოვნის შესაბამისად, სენსორული განათების სისტემა დამონტაჟდა 8 მისამართზე, რისთვისაც სამგორის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 21 345 ლარი გამოიყო. სამუშაოები გამგეობის კონტრაქტორმა კომპანიამ „N.N. სერვისი“ შეასრულა.

კომენტარი