ცხოვრება ფანჯრებს მიღმა

ცხოვრება ფანჯრებს მიღმა

208
გაზიარება

დღეს, როცა კორონავირუსი, თითქმის, მთელ მსოფლიოს მოედო, ადამიანები სახლებს დაუბრუნდნენ. ოჯახის ერთად შეკრება, რასაც ყოველდღიური ცხოვრების რუტინის გამო, ადამიანები ვერ ახერხებდნენ, უკვე ჩვეულებრივი, თანაც, ძალიან სასიამოვნო მოვლენა გახდა. მშობლებმა შვილებისთვის გამონახეს დრო და ერთად დაიწყეს თამაში, კითხვა, ტელევიზორის ყურება… ეს ის მნიშვნელოვანი სიკეთეა, რაც კაცობრიობას კორონავირუსმა მოუტანა და ალბათ, ხელიც შეუწყო ჩვენში ღირებულებების გადაფასების პროცესს. გადაივლის ვირუსი და ალბათ, ბევრი ჩვენგანი შეეცდება, არ დაკარგოს ის ფასეულობები, რაც აქამდე მივიწყებული გვქონდა.

ამ ყველაფრის ფონზე, ძალიან საინტერესო იდეა გაუჩნდა ფოტოგრაფ მერით ჯეიმსს, რომელსაც სურდა, საყოველთაო კარანტინის პირობებში ოჯახების ცხოვრება აღებეჭდა. მან სთხოვა ადამიანებს, საღამოს 6:30-დან 8:30-მდე დაეტოვებინათ შუქი ოთახებში, თუკი სურდათ, ამ პროექტში მიეღოთ მონაწილეობა და ნება მიეცათ მერითისთვის, ფანჯრებიდან მათი ყოველდღიურობა გადაეღო. შედეგი გაცილებით ლამაზი და თბილი გამოვიდა, ვიდრე თავად ფოტოგრაფი ელოდა.

კომენტარი