ბრაზილიაში დაჯგუფებები საზოგადოებას კორონავირუსის გამო თვითიზოლაციას აიძულებენ

ბრაზილიაში დაჯგუფებები საზოგადოებას კორონავირუსის გამო თვითიზოლაციას აიძულებენ

194
გაზიარება

მუქარის შემცველი შეტყობინებები, რომლებიც ქალაქის ცნობილ გარეუბნებში გავრცელდა, მკითხველს აფრთხილებს, რომ განგსტერები მათ ასწავლიან თუ როგორ უნდა დაემორჩილონ საღამოს 8 საათის შემდეგ დადგენილ იზოლაციის წესებს. აღნიშნული ცნობა საიტ g1.globo.com – ზე გამოქვეყნდა.

გთავაზობთ დაჯგუფებების მიერ გამოქვეყნებულ რამდენიმე შეტყიბინებას:

„თუ ხელისუფლება არ გადადგამს სწორ ნაბიჯებს, ამას ორგანიზებული კრიმინალი გააკეთებს.“

„დაიბანე ხელები, თორემ მათ დაკარგავ.“

„მომენტი, როდესაც აანალიზებ, რომ დაჯგუფებების მართულ ბრაზილიაში უფრო უსაფრთხოდ ხარ, ვიდრე ამერიკის მთავრობის მიერ მართული ხელისუფლების ხელში.”

„გაფრთხილებთ, ვირუსი არ ნებდება, დარჩით სახლში, თორემ თითებს დაგამტვრევთ.“

“ბოლსონარო ამბობს, რომ ვირუსი რისკის ქვეშ მხოლოდ 60 წლის ზემოთ მყოფ ადამიანებს აყენებს. როგორც ჩანს, 60 წლის ზემოთ ყველას მის გარდა, რადგან იგი ათლეტია და კორონავირუსი ვერაფერს დააკლებს.“

სამი უბანი, სადაც აღნიშნული წარწერები გამოჩნდა, რიო-დე-ჟანეიროს შემადგენელ დიდ ტერიტორიას წარმოადგენს და გამორჩეულია ანტისანიტარიითა და ჯანდაცვის აუცილებელი სერვისების არარსებობით.

ამ ფორმით ბრაზილიის მთავრობის ჩაურევლობის პოლიტიკა მწვავედ იქნა გაკრიტიკებული. ხელისუფლებას კი კომენდანტის საათი ჯერ კიდევ არ გამოუცხადებია.

პრეზიდენტი ბოლსონარო შემზღუდველი ზომების წინააღმდეგ გამოდის. მან მერებსა და რწმუნებულებს  მათ მიერ  მიღებული ზომების გაუქმებისკენ მოუწოდა. მისი აზრით, კორონავირუსის მიერ შექმნილი მდგომარეობა მედიის ფანტაზიის ნაყოფია.

„სახელმწიფომ და მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელობებმა უარი უნდა თქვან პროცესებში სამხედრო ჩარევაზე, რაც გულისხმობს საზოგადოებრივი ტრანსპორტისა და ვაჭრობის აკრძალვას, რასაც თან ახლავს მასობრივი შემზღუდველი ღონისძიებები.

მსოფლიოში მიმდინარე მოვლენები, ცხადყოფს, რომ რისკ ჯგუფს 60 წლის ზემოთ მყოფი ადამიანები წარმოადგენენ. ამ პირობებში, გაუგებარია, რატომ ვხურავთ სკოლებს? ჩვენი მოსახლეობის 90 % – ს შესაძლოა, სიმპტომებიც კი არა აღმოაჩნდეს, იმ შემთხვევაშიც კი თუ დაინფიცირდება.„ – განაცხადა ბრაზილიის პრეზიდენტმა.

საავადმყოფომ, რომელმაც ბოლსონაროს კორონავირუსის ტესტი ჩაუტარა, ორი ინფიცირებულის ვინაობა დამალა. ცნობილია, რომ პრეზიდენტის გარშემომყოფთაგან 20 ზე მეტმა ადამიანმა ტესტზე დადებითი პასუხი აჩვენა.

კომენტარი