„დარჩი სახლში, ჩვენ დავუკრავთ თქვენთვის!“ – მერიამ ახალი პროექტი წამოიწყო

„დარჩი სახლში, ჩვენ დავუკრავთ თქვენთვის!“ – მერიამ ახალი პროექტი წამოიწყო

125
გაზიარება

25 მარტიდან, 22:00 საათზე, თბილისის მერის და თბილისის მერიის ფეისბუქ გვერდებზე ყველასთვის საყვარელი მუსიკოსები და მომღერლები შეიკრიბებიან.

დარჩი სახლში, ჩვენ დავუკრავთ თქვენთვის!  – ამ მოწოდებით  ციფრულ სივრცეში კიდევ ერთი მუსიკალური ციკლი იწყება.

დარჩით სახლში პოზიტიური განწყობით და გაატარეთ დრო საყვარელ მომღერლებთან ერთად!

სხვადასხვა ჟანრის მუსიკოსებს თუ მომღერლებს, შეუერთდებიან მთხრობელები, რომლებიც გვიამბობენ საინტერესო ამბებს ჩვენ დედაქალაქზე.

„#უსმინეთბილისს იქ, სადაც ხარ – სახლში, სხვადასხვა რეგიონში თუ საქართველოს საზღვრებს გარეთ!

თბილისური ჰანგებით, ჩვენ თქვენთან მოვალთ!“ – აღნიშნულია მერიის განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ პროექტის ფარგლებში, გუშინ პირველი კონცერტი გაიმართა.

კომენტარი