მოხალისეების ტრენინგი გრძელდება

მოხალისეების ტრენინგი გრძელდება

71
გაზიარება

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციით, კორონავირუსის (COVID-19) საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში, თბილისის რაიონულ გამგეობებში მოხალისეთა ტრენინგები გრძელდება.
საქართველოში „წითელი ჯვრის საზოგადოების“ წარმომადგენლების მიერ სპეციალური შეხვედრები დიდუბის რაიონის გამგეობის ადმინისტრაციულ შენობაშიც იმართება.
ტრენინგი, კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ, მოხალისეთა თავდაცვის, უფლებებისა და ვალდებულებების შესახებ ტარდება.
ტრენინგი ამჯერად ბაიკერთა კლუბის „Two Wheels Team-ის“ წევრებმა გაიარეს და მოხალისეებად დარეგისტრირდნენ.
ბოლო ორი კვირაა დიდუბის რაიონის გამგეობა დინსტანციურად მუშაობს. მიუხედავად ამისა, გამგეობის თანამშრომლები კორონავირუსის გავრცელების საწინააღმდეგო ღონისძიებებში ოცდაოთხი საათის განმავლობაში არიან ჩართულნი, ოპერატიულად იღებენ ინფორმაციას და მობილიზებულები არიან, რომ რაიონის მცხოვრებლებს, ყოველი საჭიროების მქონე ოჯახებს დაეხმარონ. თბილისის მერიისა და „საქართველოს წითელი ჯვრის“ თანამშრომლობის ფარგლებში, მარტოხელა ხანდაზმულთათვის სურსათისა და ჰიგიენური საშუალებების ბინაზე მიწოდების პროცესი დაიწყო.

კომენტარი