ნაძალადევის რაიონში შიდაკვარტალური გზების რეაბილიტაცია გრძელდება

ნაძალადევის რაიონში შიდაკვარტალური გზების რეაბილიტაცია გრძელდება

122
გაზიარება

ნაძალადევის რაიონში, ზღვის უბნის (თემქა) Xბ კვარტალში, N3, 4, 5 და 6 კორპუსებთან არსებული გზის რეაბილიტაცია ბოლო ეტაპზეა. პროექტის ფარგლებში, 3 000 კვ.მ ფართობზე ასფალტის ერთფენიანი საფარი იგება. უკვე მოეწყო ბორდიური და ტროტუარი. ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი, ირაკლი ხელაძე, თბილისის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ, თამარ ტალიაშვილთან, ერთად გაეცნო. „ზღვის უბანში ვაგრძელებთ შიდაკვარტალური გზების მოწესრიგებას. აღნიშნულ კორპუსებთან არსებული დაზიანებული საფარის შეკეთებას მიმდინარე კვირის ბოლოს დავასრულებთ. ამ გზით სარგებლობენ ოთხი კორპუსის მცხოვრებლები და ასევე, მიმდებარე ქუჩების მოსახლეობა“, – განაცხადა ირაკლი ხელაძემ. აღნიშნულ კორპუსებთან მისასვლელი გზის რეაბილიტაციისთვის ნაძალადევის რაიონის გამგეობამ ბიუჯეტიდან 145 000-მდე ლარი გამოყო.

კომენტარი