გლდანის მე – 8 მ/რ-ის N23 კორპუსთან სკვერის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

გლდანის მე – 8 მ/რ-ის N23 კორპუსთან სკვერის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

184
გაზიარება

გლდანის მერვე მიკრორაიონში N23, N11, N9 კორპუსის მიმდებარედ სკვერის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. აღნიშნულ მისამართზე დაახლოებით, 8 000 კვ. მ. ფართობი რაებილიტირდება და მრავალფუნქციური სკვერი მოეწყობა.

სამუშაოების შედეგად, ბავშვთა გასართობი ზონები, მოსასვენებელი პავილიონები, ძაღლების გასასეირნებელი სივრცე, კალათბურთის მოედანი, ღია სივრცე მაგიდის ჩოგბურთისთვის და სკეიდბორდის მოედანი მოეწყობა. ასევე, დამონტაჟდება გარე განათებისა და სარწყავი სისტემები, შადრევანი. სკვერი გამწვანდება – დაირგვება ხეები და დაითესება ბალახი.

აღნიშნული პროექტისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 1 073 160 ლარი არის გათვალისწინებული.

კომენტარი