ვაჟა-ფშაველას გამზირის N30-ში ლიფტებს რეაბილიტაცია ჩაუტარეს

ვაჟა-ფშაველას გამზირის N30-ში ლიფტებს რეაბილიტაცია ჩაუტარეს

81
გაზიარება

საბურთალოს რაიონში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე N30-ში ექვს სადარბაზოში ლიფტების რეაბილიტაცია დასრულდა.
სამუშაოების შედეგად, ლიფტების კაბინები, კარები, ელექტროძრავა და ბაგირი შეიცვალა.
პროექტი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში განხორციელდა, რისთვისაც ბიუჯეტიდან 96 293 ლარი გამოიყო.
ამჟამად, საბურთალოს რაიონში კიდევ, 27 ლიფტის შეკეთება მიმდინარეობს. აღნიშნული პროექტები კი დაფინანსებულია 762 093 ლარით.

კომენტარი