„ზოომარტი“ თბილისის მერიას მიუსაფარი ცხოველებისთვის 5 ტონა საკვებს გადასცემს

„ზოომარტი“ თბილისის მერიას მიუსაფარი ცხოველებისთვის 5 ტონა საკვებს გადასცემს

58
გაზიარება

მაღაზია „ზოომარტი“ თბილისის მერიას ქუჩის ცხოველებისთვის 5 ტონა საკვების გადაცემას სთავაზობს. ამ ინფორმაციას ფეისბუქის საკუთარ გვერდზე თავად „ზოომარტი“ ავრცელებს.

„პირველ რიგში მადლობას გიხდით ამ რთულ პერიოდში ჩვენი ინდუსტრიისადმი და შინაურ ცხოველთა პატრონებისათვის გამოჩენილი მხარდაჭერისათვის!

სამწუხაროდ, კვების ობიექტების დროებით დაკეტვის გამო ქუჩაში მათთან მიკედლებული უამრავი ცხოველი დარჩა საკვების გარეშე და სიტუაცია ყოველდღიურად მძიმდება.

გთხოვთ, თქვენი რესურსებით გაუწიოთ ორგანიზება მათ გამოკვებას. ჩვენი მხრიდან გამოვთქვამთ სრულ მზადყოფნას ნებისმიერ დროს მათთვის გადმოგცეთ 5 ტონა საკვები და ჩვენი მცირე წვლილი შევიტანოთ ამ კეთილ საქმეში!“- აღნიშნულია განცხადებაში

როგორც ქალაქის მერიაში განმარტავენ, ისინი აუცილებლად გამოიყენებენ ამ შემოთავაზებას და ორგანიზებას გაუწევენ დარიგების პროცესს.

კომენტარი