კორონავირუსის შედეგები – რატომაა იტალიაში ამდენი მსხვერპლი?

კორონავირუსის შედეგები – რატომაა იტალიაში ამდენი მსხვერპლი?

1126
გაზიარება

კორონავირუსის ეპიდემიის ყველაზე ძიმე დარტყმა საკუთარ თავზე იტალიამ მიიღო, სადაც კორონავირუსისგან 8215 ადამიანი დაიღუპა, რაც ორჯერ მეტია, ვიდრე ჩინეთში. ეს ოფიციალური სტატისტიკაა, რომელიც მხოლოდ დადასტურებულ შემთხვევებს აღრიცხავს, დაღუპულთა რეალური რიცხვი შესაძლოა, სამჯერ მეტი იყოს.

რატომ განვითარდა კონკრეტულად ეს ეპიდემია ასეთი ტრაგიკული შედეგებით?

„თითო დაღუპულზე კიდევ სამი ადამიანი მოდის, ისინი პნევმონიისგან საკუთარ სახლებში, ყოველგვარი ტესტირების გარეშე, იღუპებიან”,- აცხადებს ჯორჯო გორი, ქალაქ ბერგამოს მერი.

გუშინდელისთვის ამ პროვინციაში 32 ათასი დაინფიცირებული დაფიქსირდა.

მიმდინარე კვირას „ოფიციალურად დაინფიცირებულთა“ რიცხვმა კლება დაიწყო, მაგრამ იტალიის ექიმთა ფედერაციის პრესმდივნის, პაოლა პედრინის განცხადებით, რეალურად, საქმე გაცილებით რთულადაა.

„დაინფიცირებულთა მნიშვნელოვანი ნაწილი არ არის აღნიშნული დადასტურებლ შემთხვევათა სტატისტიკაში, ვინაიდან მათ, უბრალოდ, ტესტირებას არ უტარებენ. თუკი გასულ კვირას ჩვენ რეალურად დაინფიცირებულთა რაოდენობად ოფიციალურ სტატისტიკაზე 5-ჯერ მეტს მოვიაზრებდით, ახლა უკვე 10-ჯერ მეტის დაანგარიშება გვიწევს”,- განაცხადა პრესმდივანმა.

რატომ განვითარდა ეს ეპიდემია ასე მაინცდამაინც იტალიაში? ზუსტი პასუხი ამ კითხვაზე ჯერჯერობით არ არსებობს, მაგრამ მაინც განიხილება რამდენიმე ვარიანტი, რომლებიც კი არ გამორიცხავენ ერთმანეთს, არამედ ავსებენ.

დაფარული ეპიდემია – ვირუსი ინკოგნიტო

Italy Passes China in Coronavirus-Related Deaths | Time

იტალიაში Covid-19-ის  პირველი დიაგნოზი 20 თებერვალს ქალაქ კოდონიოში, ლომბარდიის პროვინციაში დაადასტურეს. იმ დროისთვის მსოფლიოში, დაახლოებით, 70 ათასი დაინფიცირებული იყო, მათგან 90% კი, ჩინეთის ტერიტორიაზე ფიქსირდებოდა.

სულ რაღაც ერთ თვეში Covid-19-ით დადასტურებულად დაინფიცირებულთა რიცხვი იტალიაში 50 ათასამდე გაიზარდა. დაიღუპა 4000 პაციენტი.

ასეთი უეცარი „ნახტომის“ ახსნა იტალიელი ექიმების გუნდმა 20 მარტს სცადა. მათ მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ვირუსი პიველი დიაგნოზის ოფიციალურ დადასტურებამდე დიდი ხნით ადრე არსებობდა ლომბარდიის სხვადასხვა ქალაქში „ინკოგნიტოდ“ – არ იყო დიაგნოსტირებული. ყველა დაინფიცირებული კი, სულ მცირე, სამ ადამიანიანს აინფიცირებდა.

შემოწმებულ პაციენტთა საშუალო ასაკი 69 წელია, მაგრამ მათ შორის არის ერთი თვის ჩვილიც და 101 წლის ქალბატონიც. ჰოსპიტალიზაცია დაავადებულთა, თითქმის, ნახევარს დასჭირდა, რომელთაგან, თითქმის, ყოველი მეხუთე რეანიმაციაში იქნა გადაყვანილი.

კვლევის ავტორები არ ასახელებენ კონკრეტულ თარიღს, თუ როდის დაიწყო ახალი დაავადების „აფეთქება”.

ბიოლოგიის პროფესორმა, ენრიკო ბუნჩინიმ ვირუსის იტალიაში მოხვედრის  შედარებით უფრო ზუსტი თარიღი დაასახელა. მისი თქმით, ვირუსი იტალიაში დეკემრის შუა რიცხვებში მოხვდა. საკუთარი არგუმენტი მან პირველი დიაგნოზის დადასტურების შემდეგ გააჟღერა. კერძოდ, პროფესორის თქმით, მან ყურადღება მიაქცია, რომ დეკემრის შუა რიცხვებში ქალაქ პიაჩენცას საავადმყოფოში ფილტვების ანთებას ერთდროულად 40 ადამიანი მკურნალობდა და ჯერ კიდევ მაშინ, ამასთან დაკავშირებით, ადგილობრივი პრესა გაკვირვებას გამოხატავდა.

გრიპი სიკვიდლის ცელით

Италия

გენეტიკურმა ანალიზმა აჩვენა, რომ ვირუსი ჩინეთიდან „ჩამოფრინდა“. არ არის გამორიცხული, რომ სხვა ქვეყნებშიც ეს ვირუსი დეკემბრის შუა რიცხვებში მოხვდა, მაგრამ იტალიაში ვირუსმა გაცილებით „ნაყოფიერი მიწა“ ნახა.

უკანასკნელ წლებში ჩვეულებრივი სეზონური გრიპებისგან სიკვიდილიანობა იტალიის ხნიერ მოსახლეობაში (65+), დაახლოებით, ორჯერ აღემატებოდა ევროპის საშუალო მაჩვენებელს.

გასული წლის ნოემბერში იტალიის ექიმთა გუნდმა დაიანგარიშა, რომ 2013-2017 წლებში, გრიპის ეპიდემიების დროს ქვეყანაში, დაახლოებით, 70 ათასი ადამიანი დაიღუპა, რაც „ნორმაზე“ მეტია.

ამას რამდენიმე ახსნა აქვს. პირველ რიგში, მოსახლეობის საშუალო ასაკი…

„სიკვდილიანობის მაჩვენებლის ამაღლებას ვერ ვუწოდებთ მოულოდნენლს, თუ გავითვალისწინებთ იტალიაში მცხოვრებთა ასაკს და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობას”,- წერენ მკვლევრები.

მაგალითად, თუკი იტალიელთა ასაკი (ვისაც კორონავირუსი დაუდასტურდა) 63 წელია, გერმანელების 45 წელს არ აღემატება.

მეორე შესაძლო ვარიანტად განიხილება იტალიელებში ანტიბიოტიკების ხშირი მოხმარება. ეს პრეპარატები არ მოქმედებენ ვირუსზე, მაგრამ ხელს უწყობენ სხვადასხვა ინფექციების განვითარებას და ამძიმებენ დაავადებულის მდგომარეობას.

სტატისტიკის თანახმად, იტალიელები, საშუალოდ, ერთნახევარჯერ მეტ ანტიბიოტიკს იღებენ, ვიდრე ევროკავშირის სხვა ქვეყნის მოქალაქეები. იტალიელი ფერმერებიც კი, რომლებიც მეცხოველეობას ეწევიან, მათი მკურნალობისთვის, ასევე, ანტიბიოტიკებს იყენებენ.

საერთო ჯამში, კორონავირუსის მარცვალი იტალიაში ვირუსისთვის უკვე მომზადებულ „ნაყოფიერ მიწაზე“ ჩამოვარდა.

ეპიდემიის ფართო გავრცელებას, ექსპერტების აზრით, ფეხბურთის მატჩმა შეუწყო ხელი, რომელიც 19 თებერვალს მილანში ჩატარდა. თამაშზე ბერგამოდან, დაახლოებით, 50 ათასი ადამიანი ჩამოვიდა, მათგან უმეტესობა საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობდა. კორონავირუსის პირველი დიაგნოზი ზუსტად მეორე დღეს დადასტურდა.

კომენტარი