მარტოხელა ხანდაზმულებისთვის ნობათების დარიგება გრძელდება

მარტოხელა ხანდაზმულებისთვის ნობათების დარიგება გრძელდება

81
გაზიარება

“ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის გამგეობებს კორონავირუსის გავრცელების პრევენციის პერიოდში მარტოხელა ხანდაზმულებისთვის განკუთვნილი ნობათები გადასცა. პროდუქციის მიღებისა და დახარისხების პროცესს დედაქალაქის მერი კახა კალაძე, მერის მოადგილე ილია ელოშვილთან, გამგებლებთან, საკრებულოს თავმჯდომარესთან და დეპუტატებთან ერთად გაეცნო.
კახა კალაძემ ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს მხარდაჭერისა და თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა, დაინტერესებულ პირებს კი პროექტში ჩართვისკენ მოუწოდა.
აღნიშნული პაკეტი მარტოხელა მოხუცებს დიდუბის რაიონის გამგეობის თანამშრომლებისა და დატრენინგებული მოხალისეების საშუალებით გადაეცემათ, ნობათების გადაცემის პროცესში ჩართული იყო დიდუბის რაიონის გამგებელი ირმა ზავრადაშვილი.
მარტოხელა ხანდაზმულებისთვის საკვები პროდუქტითა და პირველადი საჭიროების ნივთებით უზრუნველყოფის კამპანია გაგრძელდება და სისტემატურ ხასიათს მიიღებს. ბიზნესკომპანიებს, რომელთაც ქველმოქმედების სურვილი აქვთ, პროდუქტების მიტანა თბილისში, ბელიაშვილის N5-ში მდებარე სპეციალურ ფართში შეუძლიათ.

კომენტარი