მთაწმინდაზე, სამ მისამართზე სადარბაზოების რეაბილიტაცია დასრულდა

მთაწმინდაზე, სამ მისამართზე სადარბაზოების რეაბილიტაცია დასრულდა

89
გაზიარება

ქვეყანაში არსებული საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად, მთაწმინდის რაიონში ინფრასტრუქტურული სამუშაოები გრძელდება.

ამჯერად, სადარბაზოების რეაბილიტაცია სამ მისამართზე დასრულდა. სარემონტო სამუშაოები ჭოველიძის ქუჩა №24-ში, ანჯაფარიძის ქ. № 3ა-ში და ბარნოვის ქ. №45-ში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში განხორციელდა. აღნიშნულ მისამართებზე 40 ოჯახი ცხოვრობს.

სამუშაოებს, გამგეობის დაკვეთით, კონტრაქტორი კომპანია ასრულებს, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 24 497 ლარია გამოყოფილი.

კომენტარი