ჩინეთმა ჩეხეთსა და ესპანეთს კორონავირუსის გაუმართავი ტესტები მიაწოდა

ჩინეთმა ჩეხეთსა და ესპანეთს კორონავირუსის გაუმართავი ტესტები მიაწოდა

345
გაზიარება

როგორც ადგილობრივი მედია საშუალებები იტყობინებიან, ჩინეთის მიერ ჩეხეთისა და ესპანეთისთვის მიწოდებული კორონავირუსის სწრაფი ტესტები გაუმართავია.

ჩეხური გამოცემა Expats.cz – ის მიხედვით, ჩინეთიდან ჩეხეთში გაგზავნილი ზემოხსენებული პროდუქციის 80 %, რაც 150 000 ერთეულს შეადგენს, გამოუსადეგარია. აღნიშნულ ტესტებს შედეგის დადასტურება 10 ან 15 წუთში შეუძლიათ, თუმცა, როგორც გაირკვა, ისინი მსგავსი დანიშნულების მქონე სხვა ტესტებზე ნაკლებად სანდოა. ცდომილების მაღალი მაჩვენებლის გამო, ჩეხეთი სტანდარტული ლაბორატორიული ტესტებით მუშაობას გააგრძელებს, რომლებიც დღეში 900 ერთეული მზადდება.

ქვეყნის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრომ 100 000 ტესტისთვის 546 000 აშშ დოლარი გადაიხადა, ხოლო დარჩენილი 50 000 ერთეულის თანხა შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაფარა.

ვიცე-პრემიერის მოადგილემ და შინაგან საქმეთა მინისტრმა იან ჰემეკმა ტესტების ვარგისიანობასთან დაკავშირებული აღმოჩენა ეჭვის ქვეშ დააყენა და მიღებული შედეგი შესაძლო არასწორ მეთოდოლოგიას დააბრალა. გარდა ამისა, მან აღნიშნა, რომ სანამ დაავადება მძვინვარებს ამ ტესტების გამოყენება კვლავ შეიძლება, მათ შორის მათთვის, ვინც 14 დღიანი კარანტინიდან დაბრუნდება.

„ჩემი აზრით, არ არის საჭირო ზედმეტი სკანდალის ატეხვა იმასთან დაკავშირებით, რომ ტესტი არ მუშაობს.“ – განაცხადა ჰემეკმა.

ესპანური გამოცემა „El Pais“ იუწყება, რომ ესპანეთმა, სადაც 56 000 ინფიცირებულია და რომელმაც 4 000 გარდაცვლილი ადამიანით სიკვდილიანობის მაჩვენებლით იტალიას გადაუსწრო, ჩინური კომპანია „Bioeasy – გან“ შეძენილი სწრაფი ტესტები მართებულად ვირუსული შემთხვევის მხოლოდ 30 % – ს ავლენს.

ესპანეთის ჯანმრთელობისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორმა, ფერნანდო სიმონმა, განაცხადა, რომ მათ მიერ გამოყენებულ 9 000 ტესტში შეცდომის მაღალი მაჩვენებლის გამო, ქვეყანა შეძენილ პროდუქტს უკან დააბრუნებს.

ტესტებზე ჩატარებული კვლევების საფუძველზე, რამაც არასწორი შედეგების მაღალი დონე გამოავლინა, „ესპანეთის ინფექციური დაავადებებისა და კლინიკური მიკრობიოლოგიის  საზოგადოების“ მიერ გაცემულია ოფიციალური რეკომენდაცია, აღნიშნული ტესტების არ გამოყენების შესახებ.

ესპანეთში არსებული ჩინეთის საელჩოში კი აცხადებენ, რომ , „Bioeasy – ის“ ტესტები მათ მიერ გაგზავნილ პროდუქციაში არ შედის.

კომენტარი